2020 წლის 20 საუკეთესო ქვეყანა სამოგზაუროდ - მათ შორის არის საქართველოც
- 28.12.2019
თურმე მოგზაურობის მოყვარული ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან, ერთნი- თვეებით ადრე გეგმავენ მარშრუტს, ყიდულობენ ბილეთს და ემზადებიან და მეორენი, რომლებიც სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს.
თუ თქვენ უბრალოდ მოგზაურობა გიყვართ, გადახედეთ brightside.me-ს მიერ შერჩეულ სიას, რომელიც 2020 წელს სამოგზაუროდ საუკეთესო ქვეყნებს გთავაზობთ.
20. მარაქეში - მაროკო
ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა მარაქეში, XIV საუკუნის არქიტექტურა შთაბეჭდილებას მოახდენს თუნდაც ყველაზე ზარმაც მოგზაურებზე.
19. ტოკიო - იაპონია
იდეალურია მოგზაურობისთვის 2020 წლის ივლისიდან-აგვისტოს ჩათვლით, რადგან ამ თვეებში იმართება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. სპორტის მოყვარულებისთვის ეს იდეალური შესაძლებლობაა, დაესწრონ ლეგენდარულ მატჩებს და რაც მთავარია, ნახონ იაპონიის ეს მრავალფეროვანი ქალაქი.
18. ათენი - საბერძნეთი
თუ ზღაპრების მოყვარული ადამიანი ხართ, მაშინ The Little KooK იდეალური ადგილია თქვენთვის, რომელიც ათენის ერთ-ერთ კუთხეში მდებარეობს. მაცხვრების მაღაზიაში ნახავთ ყველა ზღაპრის გმირს, კონკია, პინოქიო, ჰარი პოტერი, ოლივერ ტვისტი. თქვენ შეგიძლიათ შეუკევთოთ უგემრიელესი ნამცხვრები - „დრაკონის სუნთქვა“, „მგელო, მგელო, აქ ხარ?“
17. დუბაი - არაბთა გაერთიანებული ემირატები
იდეალური ადგილია დიზაინის, კულტურის და ხელოვნების მოყვარულებისთვის.
16. ბუდაპეშტი - უნგრეთი
აუცილებლად მოინახულეთ უნგრელი მეფეებისსაცხოვრებელი კომპლექსი - ბუდას ციხე-სიმაგრე.
15. ჩენგდუ - ჩინეთი
ქალაქში მდებარეობს კვლევითი ბაზა, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის და სადაც ორასამდე პანდა ცხოვრობს.
14. მონტერეი, კალიფორნია - აშშ
თუ გინახავთ სერიალი „პატარა, დიდი ტყუილები“ მაშინ ადვილად მიხვდებით რატომ უნდა წახვიდეთ სამოგზაუროდ იქ. თუ არ გინახავთ, მაშნ უბრალოდ იმოძრავეთ ხიდზე და დატკბით პეიზაჟებით.
13. სიცილია - იტალია
ქალაქის სანახაობრივი არქიტექტურა და მუზეუმები განსაკუთრებულად ფოტოგრაფებს, დიზაინერებს და მხატვრებს გაახარებთ.
12. ლუქსემბურგი
სულ რაღაც ორი დღე დაგჭირდებათ მის შესასწავლად. დატკბებით სასიამოვნო ამინდით და ულამაზესი პარკებით.
11. თბილისი - საქართველო
თბილისის ისტორიულ ცენტრში გაგაოცებთ ფერადი სახლები, აბანოები, დაისვენებთ პარკში და შეხვდებით საოცარ კვების ობიექტებს, სადაც თავად შეგიძლიათ გამოიღოთ ღუმელიდან ნამდვილი ხაჭაპური.
10. Foz do Iguaçu- ბრაზილია
აუცილებლად ნახეთ არგენტინის საზღვართან მდებარე ეს ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც ბრაზილიას ეკუთვნის.
9. კეიპ-თაუნი - სამხრეთ აფრიკა
მიიღეთ დაუვიწყარი გამოცდილება და იმოგზაურეთ ამ საოცარ ადგილას.
8. ბილბაო - ესპანეთი
კრეატივის მექა ხელოვნებისთვის. მეოცე საუკუნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აუცილებლად უნდა ნახოთ.
7. დოჰა - ყატარი
გამორიცხულია გაზაფხულის არდადეგები უკეთეს ადგილას გაატაროთ.
6. ზალცბურგი - ავსტრია
თოვლით დაფარული მთები, საშობაო მრავალჯერადი ბაზარი, ზამთრის ყველა თვეს აქ სასწაულად აღნიშნავენ.
5. სამარყანდი - უზბეკეთი
მე-15 საკუნის მეჩეთი გაფორმებულია ფილებით, მოჩუქურთმებული მარმარილოთი და ნახატებით, რომლებიც უძველენს კულტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
4. პროვანსი - საფრანგეთი
ლავანდების მინდვრებში ფოტოების გადაღებაზე უამრავი ადამიანი ოცნებობს.
3. იამაიკა
ზარმაცების დღესასწაული - იცურეთ ზღვაში, იწექით სანაპიროზე და ისიამოვნეთ ცხოვრებით ამ ულამაზეს ადგილას.
2. ჯოდპური - ინდოეთი
ჯოდპური ცნობილია როგორც ლურჯი ქალაქი. იდეალურია სეირნობისთვის, სურათების გადასაღებად და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
1. მელბურნი, ვიქტორია, ავსტრალია
სასწაული ადგილია მგზნებარე მოგზაურებისთვის. აქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა შეიძლება თავიდან-ბოლომდე შეცვალოს როგორც თქვენი შეხედულება ცხოვრებაზე, ასევე სტილი, რომელსაც აქამდე მისდევდით.
თემები: მოგზაურობა, რჩევები, ტურისტი, მოგზაური, ტურიზმი, 2020 წელი, 2020 წლის ტრენდი
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია