როგორ კოცნით პარტნიორს? - გაიგეთ საიდუმლო თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ
- 06.04.2020
კოცნა არა მარტო სასიამოვნო რამაა, არამედ ის მთავარ როლს თამაშობს რომანტიკული, სასიყვარულო ურთიერთობის სიმყარის შენარჩუნების თვალსაზრისით. კოცნის ბევრი სხვადასხვა სახე არსებობს, რომელიც ურთიერთობის ექსპერტთა მტკიცებით, წყვილის სასიყვარულო კავშირზე, მის სიმყარეზე, ან არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
მაშ ასე, ნახეთ 6 სახის კოცნა და გაიგეთ საიდუმლო თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაზე:
ნაზი კოცნა
ასეთი კოცნა ტუჩების ნაზად შეხებას გულისხმობს. თუ ის თქვენი ფავორიტი კოცნაა, მიუთითებს, რომ ერთმანეთისთვის ყველაზე ახლო ადამიანები ხართ და თავს ყველაზე კომფორტულად მხოლოდ ერთმანეთის გვერდით გრძნობთ. საყვარელი ადამიანი თქვენთვის ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასია და მზად ხართ მის გამო ყველაფერი გააკეთოთ.
ლოყაზე კოცნა
თუ ლოყაზე კოცნა თქვენი ფავორიტია, ნიშნავს, რომ ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობა გაქვთ. მიუთითებს, რომ საოცრად შეყვარებული წყვილი ხართ. ასევე ეს იმაზეც მეტყველებს, რომ თქვენი რომანტიკული ურთიერთობა უდიდეს მეგობრობაზეა დამყარებული.
"სპაიდერმენის კოცნა"
„ადამიანი ობობადან“ კოცნის სცენა დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრს გახსოვთ. სწორედ ამ ფილმს უკავშირდება ცნება „სპაიდერმენის კოცნა“, რომელიც წყვილებში მალევე გახდა პოპულარული გახდა. თუ ასეთი კოცნა თქვენი ფავორიტია, ნიშნავს, რომ ძალიან გიყვართ იმპროვიზაცია და არ ერიდებით ურთიერთობაში ექსპერიმენტებს.
"ანგელოზის კოცნა“
თუ ყველაზე მეტად მოგწონთ, როცა პარტნიორი თვალთან, ან შუბლზე გკოცნით, ეს ნიშავს, რომ თქვენთვის მთავარია ურთიერთობაში თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდეთ და ცდილობთ, ისეთი პარტნიორი შეარჩიოთ, ვინც თავს დაცულად გაგრძნობინებთ. ამავდროულად, ასეთი კოცნა ნამდვილი და უპირობო სიყვარულის ნიშანია.
დახურული ტუჩებით კოცნა
ასეთი კოცნა მიუთითებს, რომ ურთიერთობაში პრობლემები და სირთულეები გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორთან თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ, ვერ ხართ მასთან ჰარმონიულ თანაცხოვრებაში და თქვენს შორის გარკვეული ემოციური ბარიერები არსებობს.
ფრანგული კოცნა
ფრანგულ კოცნას ყველაზე სექსუალურ და რომანტიკულ კოცნად მიიჩნევეn და თუ ის თქვენი ფავორიტია, ყოველივე მიუთითებს, რომ პარტნიორთან ვნებიანი და ცეცხლოვანი სიყვარული გაკავშირებთ. ასევე, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში, პარტნიორებს შორის უდიდესი ფიზიკური მიზიდულობაა.
თემები: სასიყვარულო ურთიერთობა, ტრენდი, კოცნა, Trend
<a href="https://brightside.me/" target="_blank">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია