LIFE

„იოლად აპატიე და რთულად დაივიწყე“ და სხვა ცხოვრებისეული სავალდებულო ჩვევები

„იოლად აპატიე და რთულად დაივიწყე“ და სხვა ცხოვრებისეული სავალდებულო ჩვევები

კარიერის სტრატეგი, სტარტაპის აღმასრულებელი და მრჩეველი — იური კრუმანი, 25 წესს გვიზიარებს, რომლებიც მას ცხოვრების გამარტივებაში დაეხმარა. „ამ წესებს ყოველდღიურ რეჟიმში ვიცავ. მათი დამსახურებით, მასიური იმედგაცრუებების და უკუსვლის პერიოდებში, საღი გონება და პროდუქტიულობა შევინარჩუნე. და, რაც მთავარია, წარმატებას მივაღწიე,“ — აცხადებს კრუმანი.

1. ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად, დილა უკეთესი დროა, ვიდრე საღამო. შეიძლება დღევანდელი დღე საშინელი იყოს, მაგრამ გახსოვდეს, ხვალ ახალი ცხოვრება იწყება.

„იოლად აპატიე და რთულად დაივიწყე“ და სხვა ცხოვრებისეული სავალდებულო ჩვევები


2. ძილი საუკეთესო წამალია.


3. არასოდეს დაიტოვო გულში ბრაზი ძილის წინ. სანამ დასაძინებლად წახვალ, თემაზე, რომელიც გაწუხებს, ვინმეს გულახდილად ესაუბრე.


4. მოისმინე მეტი, ვიდრე ლაპარაკობ. ლაპარაკისას კი ყოველი სიტყვა პროდუქტიულად გამოიყენე.

„იოლად აპატიე და რთულად დაივიწყე“ და სხვა ცხოვრებისეული სავალდებულო ჩვევები


5. ყოველ დილით გაიაზრე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული შენ ცხოვრებაში.

„იოლად აპატიე და რთულად დაივიწყე“ და სხვა ცხოვრებისეული სავალდებულო ჩვევები


6. ადრე გაიღვიძე და არასოდეს გაფლანგო ყველაზე პროდუქტიული დრო — დილა.


7. ადამიანები დადებითად გააკრიტიკე, უპირველესად კი — საკუთარი თავი.


8. იოლად აპატიე და რთულად დაივიწყე. პირველ რიგში, საკუთარი თავით დაიწყე.
გაექეცი ან გაუშვი სიბრაზის შეგრძნება.

„იოლად აპატიე და რთულად დაივიწყე“ და სხვა ცხოვრებისეული სავალდებულო ჩვევები


9. შენ ხასიათზე ყველა ნარკოტიკზე უკეთესად მუსიკა მოქმედებს.


10. შენი პიროვნება იმ 5 ყველაზე ახლობელი ადამიანის საშუალო არითმეტიკულია, რომლებთანაც უმეტეს დროს ატარებ. ასე რომ, მეგობრები ფრთხილად შეარჩიე.

11. ყოველდღიურად გარკვეული დროის განმავლობაში ფეხით ისეირნე.


12. ყოველდღიურად წესად გაიხადე, გარკვეული დრო ბუნებას დაუთმო.

„იოლად აპატიე და რთულად დაივიწყე“ და სხვა ცხოვრებისეული სავალდებულო ჩვევები


13. ისწავლე მომენტებით ცხოვრება: გაჩერდი და შეიყნოსე ვარდის სურნელი.

„იოლად აპატიე და რთულად დაივიწყე“ და სხვა ცხოვრებისეული სავალდებულო ჩვევები


14. გაერკვიე და მართე საკუთარი ფინანსები, როგორც შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ცუდად გაქვს საქმე. ეს უმეტესი წყვილების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.


15. მიიღე შენ გარშემო მყოფი ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან და ნუ შეეცდები მათ შეცვლას. თუ ფიქრობ, რომ არ გამოდგებიან, ჩამოიშორე.

16. საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენას ყველაზე კარგად შენი მოქმედებებით ქმნი. ასე რომ, საუბრის ნაცვლად, წარმოაჩინე, ამა თუ იმ საქმის გაკეთება როგორ შეგიძლია.

17. ყოველთვის აღიქვი ჭიქა, როგორც ნახევრად სავსე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცარიელი გეჩვენება. რეალობას აღქმა ქმნის!

18. გაუმკლავდი ბავშვობაში განცდილ უარყოფით ემოციებს რაც შეიძლება სწრაფად, არ მისცე საშუალება, ცხოვრება დაგინგრიოს: გაუზიარე მეგობრებს, ოჯახის წევრებს, თუნდაც, ფსიქოლოგს.

19. თუ საოცნებო პროფესიის არჩევაზე ფიქრობ, გაიაზრე, რა როლის თამაში გსურს ადამიანების ცხოვრებაში საკუთარი პერსონიდან გამომდინარე.

„იოლად აპატიე და რთულად დაივიწყე“ და სხვა ცხოვრებისეული სავალდებულო ჩვევები

20. ნუ მისცემ საშუალებას სხვებს, განსაზღვრონ ვინ ხარ შენ. ისეთი ადამიანების წრეში იტრიალე, რომლებიც შენ ცხოვრებას ემოციურად, სულიერად, ინტელექტუალურად (და დიახ, ფინანსურადაც!) ამდიდრებენ და წარმატების მისაღწევად მხარში გიდგანან. დანარჩენები უბრალოდ ჩამოიშორე.

„იოლად აპატიე და რთულად დაივიწყე“ და სხვა ცხოვრებისეული სავალდებულო ჩვევები

21. ცხოვრებაში ყოველთვის გრძელვადიანად იაზროვნე. იყავი მომთმენი — ტყე მხოლოდ ხეებისგან არ შედგება. ბაზრები ინგრევა და შემდეგ აღდგება.

22. დღევანდელი წინააღმდეგობები სასიკვდილო არ არის. სწორი მიდგომით მათ ადვილად დაამარცხებ.

23. ყოველი თავისუფალი მომენტი რამე სასარგებლო მოქმედებით შეავსე — წაიკითხე, დაწერე, ისწავლე, გაიცინე და რაც მთავარია, სხვებს დაეხმარე!

24. იბრძოლე იმისთვის, რომ ყველა ადამიანს, ვისთანაც რამე გადაკვეთა გექნება, შენთან ურთიერთობით ცხოვრება არ გაუუარესო. არ დაზოგო ძალისხმევა და

25. ყველას ცხოვრებაში, ვისაც კი გადაეყრები, რამე სასარგებლო შეიტანე.
მოაწესრიგე არეულობა. თუ მოიცდი, ის უფრო დიდ არეულობად გარდაიქმნება და მისი მოწესრიგებაც მეტ დროს წაგართმევს.



წყარო: <a href="http://www.inc.com/quora/50-powerful-mini-habits-that-will-help-you-lead-your-best-life.html"><em>Inc.</em></a>