როგორ უნდა განიტვირთოთ სახლიდან მუშაობის დროს და აკონტროლოთ სამუშაო გრაფიკი?
- 20.04.2020
მას შემდეგ, რაც საზოგადოების ნაწილი სახლიდან მუშაობაზე გადავედით, ჩვენი სამუშაო ეთიკა და წესი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ დააკვირდებით, რეალურად, სახლიდან მუშაობის დროს უფრო მეტს აკეთებთ, მუდმივად ონლაინში ხართ იმისთვის,რომ რამე არ გამოგრჩეთ, ხელმძღვანელებიც პანიკურად გწერენ და ყველა დეტალზე საქმის კურსში გაყენებენ და ზოგ შემთხვევაში ამას არასამუშაო საათებშიც აკეთებენ.
ყოველივე ძალიან დამღლელია და სტრესის განმაპირობებელი მიზეზი ხდება. თუ თვლით, რომ სახლიდან მუშაობის შემდეგ, უფრო მეტ საქმეს აკეთებთ და სამუშაო პროცესი უფრო დამღლელი და სტრესული გახდა, მარტო არ ხართ.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სამუშაო საათების გასაკონტროლებლად და არ ვიმუშაოთ უფრო მეტი. წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში ხართ. სხვაგვარად, კარანტინის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, უმძიმესი ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ.
სპეციალისტები გვიზიარებენ მთავარ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც გამოწვევას თავს გაართმევთ:
1. აუცილებლად შეისვენეთ დღის განმავლობაში და მოსწყდით კომპიუტერის ეკრანს დაახლოებით ერთი საათით - შეგიძლიათ დროს წაიკითხოთ წიგნი, მოუსმინოთ პოსდკასტებს, ან უბრალოდ დახუჭოთ თვალები და მშვიდი მუსიკის ფონზე მედიტაციით დაკავდეთ. მთავარია, რომ კომპიუტერის ეკრანს მოარიდოთ თვალები და სახე.
2. თუ შინაური ცხოველი გყავთ, ეთამაშეთ მას - გამოყავით დრო დღის განმავლობაში საყვარელ ცხოველთან სათამაშოდ. ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
3. იზრუნეთ სახლის სისუფთავეზე - ნუ მიყრით უწესრიგოდ ნივთებს და ნუ დააგროვებთ გასარეცხ ჭურჭელს. ეს ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს და უიმედობის განცდას აღვივებს.
4. გააკეთეთ სუნთქვის ვარჯიშები - შეგიძლიათ 10 წუთით მოსწყდეთ კომპიუტერს და სუნთქვის ვარჯიშები გააკეთოთ. ყოველივეს რუტინად თუ აქცევთ, ნახავთ, რომ სტრესს უფრო მარტივად გაუმკლავდებით და ბედნიერების განცდით იქნებით სავსე.
5. მოუარეთ ყვავილებს, გააკეთეთ რაიმე ისეთი სახლის პირობებში, რაც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს - არაუშავს, თუ ეზო არ გაქვთ, ოთახის ყვავილების გაშენება შეგიძლიათ. ეს დადებითად მოქმედებს ემოციურ მდგრადობაზე. შეგიძლიათ მცენარეებზე ოჯახის წევრებთან ერთად იზრუნოთ. ასეთი აქტივობები გარემოს უფრო ბედნიერს ხდის.
6. არ დაგავიწყდეთ სახის მასაჟის გაკეთება - სახეზე მასაჟი შეგიძლიათ ხელით, მარტივი მოძრაობით გაიკეთოთ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ხელი სუფთა უნდა გქონდეთ. პროცედურა სახის კანს აჯანსაღებს და აცოცხლებს. აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი და ნიღბები. სახლიდან რომ არ გადიხართ, არ ნიშნავს, რომ გამუდმებით უნდა იმუშაოთ და თავის მოვლაზე უარი თქვათ. თქვენს კანს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ზრუნვა.
თემები: რჩევები, სტრესი, COVID-19, სახლიდან მუშაობა, კარანტინი
<a href="https://www.popsugar.com/">https://www.popsugar.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია