10 უმნიშვნელო ჩვევა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის - დაიწყეთ ხვალიდან
- 26.04.2020
ყველა ადამიანის სურს უკეთესი ცხოვრება. რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, დაიმახსოვრეთ, რომ დიდი გზა ყოველთვის პატარა ნაბიჯებით იწყება. ადამიანის არჩევანი ქმნის მის ცხოვრებას, თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად აირჩიოთ 10 უმნიშვნელო ქმედება, რომელიც გრძელვადიან პერიოდში თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ უმნიშვნელო ჩვევები გრძელვადიან პერიოდში დიდ ცვლილებებს იწვევენ.
1. ყოველ დილით აალაგე საწოლი
ყოველდღიური პატარა ქმედებები ბევრს მეტყველებს ადამიანზე. შესაძლოა ძალიან არასერიოზულად გეჩვენოთ, თუმცა ყოველი დილის საწოლის ალაგებით დაწყება პროდუქტიულობას ზრდის. ეს უმნიშვნელო ქმედება, ტვინს უგზავნის სიგნალს, რომ გაღვიძებისთანავე ასრულებთ გეგმას და დღის განმავლობაში ქმედებაზე იქნებით მომართული.
2. გაეცანით ახალ ამბებს
ეს კიდევ ერთი თითქოს პატარა ჩვევაა, თუმცა მისი გამომუშავებით, გონებას მომართავთ იცოდეთ ყველაფერი, რაც თქვენს ირგვლივ ხდება და არ ჩამორჩეთ ცხოვრების რიტმს.
3. სამოტივაციო პოსტერები
შესაძლოა ფიქრობთ, რომ ეს არავის სჭირდება. თუმცა სინამდვილეში, სამოტივაციო პოსტერები ნამდვილად მუშაობს. ჩამოკიდეთ ის თქვენს ოთახში, სადაც ხშირად მოგხვდებათ თვალში. ეს მოტივაციას აგიმაღლებთ და საქმის გადადებას აგაცილებთ.
4. To Do List
აწარმოეთ გასაკეთებელი სამუშაოს სია. ეს დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ პრიორიტეტები, სწორად გადაანაწილოთ დრო და რაც მთავარია, შესრულებისთანავე გადახაზეთ. დაგვერწმუნეთ, უჩვეულო თვითკმაყოფილების გრძნობით აგავსებთ.
5. ივარჯიშეთ ყოველდღიურად
მართალია ყოველდღიური ვარჯიშის შედეგს მხოლოდ 21 დღის შემდეგ იგრძნობთ, მაგრამ ფიზიკური აქტივობა სტრესის დონეს შეგიმცირებთ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი დაკავებული ხართ, ყოველ დილით ვარჯიშისთვის 10 წუთის გამოყოფა ან ამ დროის განმავლობაში ფეხით გავლა, ნამდვილად აგიმაღლებთ მოტივაციას, ნაყოფიერად გაატაროთ მთელი დღე.
6. მაღვიძარა ერთი საათით ადრე დააყენეთ
გამოცდილი ხრიკია მათთვის, ვისაც თავის დროზე გაღვიძება უჭირს. მაღვიძარის 1 საათით ადრე დაყენება დაგეხმარებათ სასურველ დროს ფხიზლად იყოთ და თქვენი ძილით, საქმე არ გააფუჭოთ.
7. დაკავდით მოხალისეობრივი საქმიანობით
გაიხსენეთ, რა გიყვართ ყველაზე მეტად და ამ საქმეში მოხალისედ ჩაერთეთ. როდესაც აკეთებ იმას, რაც მთელი გულით გიყვარს და სანაცვლოდ არაფერს ელოდები, ეს თავისთავად ბედნიერების გრძნობით გავსებს.
8. მოუარეთ მცენარეებს
მცენარეების მოვლა და გაზრდა დიდ მოთმინებას მოითხოვს. გამოიმუშავეთ ნებისყოფა ამ გზით, ყოველდღიურად იზრუნეთ ცოცხალ ორგანიზმზე და დატკბით თქვენს სახლში არსებული ლამაზი ყვავილებით.
9. ყველა წერილს უპასუხეთ
უპასუხეთ ყველა ელექტრონულ წერილს, რომელიც თქვენს ფოსტაზე შემოვა. ასევე, არასოდეს დატოვოთ არასაჭირო წერილები წაუკითხავი - გახსნისთანავე წაშალეთ და არავითარ შემთხევავაში არ გადაავსოთ ფოსტა. ეს ყოველდღიური წესრიგის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
10. დალიეთ ჭიქა წყალი დაძინებამდე და გაღვიძებისთანავე
მართალია წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, თუმცა ამის გარდა, თერაპიაული ფუქნციაც აქვს. ძილის წინ 1 ჭიქა წყლის დალევა სტრესის დონეს ამცირებს, ხოლო გაღვიძებისთანავე მიღება, მეტაბოლიზმს აჩქარებს. გარდა ამისა, თქვენს ტვინს დღის დასაწყისის და დასასრულის მკაფიო სიგნალებს უგზავნის.