სილამაზე

ქართული „სანიტაიზერი“ - KÁSHKASH და LIYA სოციალური პროექტისთვის გაერთიანდა

ქართული „სანიტაიზერი“ - KÁSHKASH და LIYA სოციალური პროექტისთვის გაერთიანდა

მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ ადამიანების დღის წესრიგი სრულიად შეცვალა. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში გაჩნდა ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორიცაა: პირბადე, ხელთათმანი, სადეზინფექციო ხსნარი (სანიტაიზერი), რათა კორონავირუსისგან თავის დაცვა მოვახერხოთ.

ორი წარმატებული ქართული ბრენდი KÁSHKASH და LIYA სოციალური პროექტისთვის გაერთიანდა და შექმნეს საერთო პროდუქტი - ნატურალური სანიტაიზერი, რომლის ბენეფიტებიც შემდეგია:

  •  ალკოჰოლის მაღალი შემცველობა (65%), რისი მეშვეობითაც ებრძვის ბაქტერიებისა და ვირუსების ფართო სპექტრს.
  • სერტიფიცირებული ორგანული ეთერზეთები - ლავანდა, როზმარინი, ჩაის ხე განაპირობებს: ა) სასიამოვნო არომატს; ბ) დამატებით ანტისეპტიკურ თვისებებს; კანის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო თვისებებს
  • განსხვავებით სხვა სადეზინფექციო ხსნარებისგან - არ აშრობს და არ აღიზიანებს კანს. პირიქით - ატენიანებს და ამშვიდებს კიდეც.

პროექტის ფარგლებში - ყოველი გაყიდული პროდუქტიდან თანხის ნაწილი გადაირიცხება კოვიდ-19-ის რისკჯგუფში მყოფი, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად.

KÁSHKASH x LIYA სანიტაიზერი ვენდუს პლატფორმაზე იყიდება, საიდანაც სახლიდან გაუსვლელადაა მისი შეძენა შესაძლებელი.