სილამაზე
ქართული „სანიტაიზერი“ - KÁSHKASH და LIYA სოციალური პროექტისთვის გაერთიანდა
- 28.04.2020
მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ ადამიანების დღის წესრიგი სრულიად შეცვალა. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში გაჩნდა ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორიცაა: პირბადე, ხელთათმანი, სადეზინფექციო ხსნარი (სანიტაიზერი), რათა კორონავირუსისგან თავის დაცვა მოვახერხოთ.
ორი წარმატებული ქართული ბრენდი KÁSHKASH და LIYA სოციალური პროექტისთვის გაერთიანდა და შექმნეს საერთო პროდუქტი - ნატურალური სანიტაიზერი, რომლის ბენეფიტებიც შემდეგია:
- ალკოჰოლის მაღალი შემცველობა (65%), რისი მეშვეობითაც ებრძვის ბაქტერიებისა და ვირუსების ფართო სპექტრს.
- სერტიფიცირებული ორგანული ეთერზეთები - ლავანდა, როზმარინი, ჩაის ხე განაპირობებს: ა) სასიამოვნო არომატს; ბ) დამატებით ანტისეპტიკურ თვისებებს; კანის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო თვისებებს
- განსხვავებით სხვა სადეზინფექციო ხსნარებისგან - არ აშრობს და არ აღიზიანებს კანს. პირიქით - ატენიანებს და ამშვიდებს კიდეც.
პროექტის ფარგლებში - ყოველი გაყიდული პროდუქტიდან თანხის ნაწილი გადაირიცხება კოვიდ-19-ის რისკჯგუფში მყოფი, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად.
KÁSHKASH x LIYA სანიტაიზერი ვენდუს პლატფორმაზე იყიდება, საიდანაც სახლიდან გაუსვლელადაა მისი შეძენა შესაძლებელი.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია