LIFE

როგორ დავძლიოთ ცუდი განწყობა - 5 აუცილებელი რჩევა

როგორ დავძლიოთ ცუდი განწყობა - 5 აუცილებელი რჩევა

უამრავი მიზეზი არსებობს, რამაც შესაძლოა ცუდ ხასიათზე დაგაყენოთ, ზოგჯერ კი ამისთვის, მიზეზი სულაც არაა საჭირო. ყველას გამოგვიცდია, როდესაც ვერ ვარკვევთ, თუ რატომ ვართ ცუდ ხასიათზე. მოიწყინე? თუ ცუდმა ამბავმა იმოქმედა? იქნებ სამსახურში გაქვს პრობლემები? რაც არ უნდა იყოს მიზეზი, დაიმახსოვრე, რომ არსებობს საშუალებები, ცუდი ხასიათისგან გასაქცევად.

1. კარგად გამოიძინე

როგორ დავძლიოთ ცუდი განწყობა - 5 აუცილებელი რჩევა

რამდენი საათი გეძინა წინა ღამით? ძირითადად, ცუდი ხასიათი უძილობის მთავარი მიზეზია. ამიტომ მნიშვნელოვანია, დღის განმავლობაში შეივსოთ დანაკლისი. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იძინოთ მთელი დღე. 30 წუთი „წაძინება“ სრულად საკმარისი იქნება, რათა გონება დაასვენოთ და ენერგიით აივსოთ.

2. გაანებივრე საკუთარი თავი

როგორ დავძლიოთ ცუდი განწყობა - 5 აუცილებელი რჩევა

ცუდ ხასიათზე ყოფნისას, შოკოლადის ან სხვა ტკბილეულის მიღებას აუმჯობესებს თქვენს განწყობა? სავარაუდოდ, დიახ. რადგან ტკბილის მიღების სურვილი პირდაპირაა დაკავშირებული ორგანიზმში არსებულ სტრესზე. ამიტომ, როდესაც ცუდი ხასიათი შემოგიტევთ, გაანებივრეთ საკუთარი თავი და არ თქვათ უარი ფავორიტ შოკოლადზე.

3. სუფთა ჰაერზე გაისეირნე

როგორ დავძლიოთ ცუდი განწყობა - 5 აუცილებელი რჩევა

დღის განმავლობაში, რამდენ საათს ატარებ სუფთა ჰაერზე? თანამედროვე რეჟიმის გათვალისწინებით, ალბათ ძალიან ცოტას. ამიტომ გამოყავით დრო და სულ რაღაც, ნახევარი საათის განმავლობაში უახლოეს სარეკრეაციო ზონას ეწვიეთ. სუფთა ჰაერი და სიმწვანე ნამდვილად მოგგვრით შვებას.

4. შეამცირე სოციალური ქსელების მოხმარება

როგორ დავძლიოთ ცუდი განწყობა - 5 აუცილებელი რჩევა

სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულობა იწვევს შფოთს, ემოციურ გადაღლილობასა და სტრესს. გამუდმებული შეტყობინებები, წერილები და მესიჯები, ნამდვილად ქმნის ქაოსის შეგრძნებას. გამორთეთ ინტერნეტი დღეში რამდენიმე საათის განვავლობაში და დატკბით რეალობაში არსებული დეტალებით. ეს ნამდვილად კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

5. უსმინეთ კარგ მუსიკას

როგორ დავძლიოთ ცუდი განწყობა - 5 აუცილებელი რჩევა

კარგი მუსიკა ნამდვილად წამალია. მას ადვილად შეუძლია შეცვალოს განწყობა და შვება მოგგვაროთ. განმარტოვდით და ჩართეთ თქვენი საყვარელი კომპოზიციები, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

როგორც ხედავთ, ცუდი განწყობა განაჩენი სულაც არაა და არსებობს საშუალებები, რითიც შეგვიძლია ხასიათი გავიუმჯობესოთ. თქვენ როგორ უმკლავდებით ცუდ ხასიათს?