4 მიზეზი რომელთა გამოც, შესაძლოა, დედა თქვენი საუკეთესო მეგობარი არ არის
- 06.05.2020
ადამიანის ცხოვრებაში დედა გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადამიანია და უთვალავია მიზეზი არსებობს, რომელთა გამოც მასზე გიჟდებით და სამყაროში ყველაზე დიდ პატივს სცემთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს შორის საუკეთესო მეგობრული კავშირია.
ხშირია შემთხვევა, როდესაც დედა შვილის საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როდესაც დედასა და შვილს უჭირთ ერთმანეთის გაგება. რეალურად, ეს არ არის გასაკვირი. თუ რაციონალურად შეხედავთ, ბევრ მიზეზს იპოვნით, რაც გაუგებრობებს იწვევს.
ვნახოთ 4 მიზეზი - რატომ ვერ ხდებიან დედა და შვილები ზოგჯერ საუკეთესო მეგობრები.
მასწავლებლების გავლენა
მასწავლებლებს დიდი გავლენა აქვთ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. დედას სხვა პედაგოგები ასწავლიდნენ, შვილს სხვები, ამიტომაც განსხვავებული აზროვნება ჩამოუყალიბდათ. შესაბამისად, არ არის გასაკვირი რომ რაღაცებს განსხვავებულად აღიქვამთ და სხვადასხვაგვარი შეხედულებები გაქვთ.
მეგობრებისა და საზოგადოების გავლენა
თანამედროვე ექსპერტები ემხრობიან შეხედულებას იმის შესახებ, რომ მეგობრებს დიდი გავლენა აქვთ ადამიანებზე. ჩვეულებრივმა მარტივმა კომუნიკაციამაც კი შეიძლება აზრები და ფიქრები შეგაცვლევინოთ. ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც დედები სხვანაირი ადამიანები არიან, შვილები სხვანაირები, მიზეზი იმისა, რომ ერთნაირად არ ფიქრობთ.
განსხვავებული ეპოქა
გასულ რამდენიმე დეკადაში მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს თანამედროვე ადამიანებს სხვა შეხედულებები აქვთ ურთიერთობებზე, მეგობრობაზე, სამსახურზე, ცხოვრების წესზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ უფროსი თაობის ადამიანებს უჭირთ ადაპტირება თანამედროვე ცხოვრებასთან. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყოს რის გამოც დედას ვერ უგებთ.
უბრალოდ, განსხვავებული ადამიანები ხართ
მეცნიერები ამბობენ, რომ 99.9 %-ით შვილი მშობელს ჰგავს, მაგრამ დარჩენილი 0.1% იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ის ქმნის ადამიანს უნიკალურ პერსონად. შესაძლოა, სწორედ ამ 0.1 პროცენტიანი განსხვავებულობის გამო ვერ ჩამოყალიბდეს დედა-შვილური ურთიერთობა საუკეთესო მეგობრობად.
თემები: მშობლები, ბავშვი, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშვები