21 ყველაზე ლამაზი ქალაქი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ
- 11.05.2020
ზეს ქალაქები ტურისტებს აიძულებენ ტურისტებს, რომ აუცილებლად ესტუმრონ. უდავო ბუნებრივი სილამაზის, წარმოუდგენელი არქიტექტურის და გამორჩეული კულტურის გამო.
აუცილებლად მოინიშნეთ ისინი თქვენ სამოგზაურო რუკაზე. დარწმუნებული იყავით, რომ ამ ქალაქებში მოგზაურობა თქვენს მსოფლმხედველობას ძალიან შეცვლის. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი საერთოდ სხვა ადამიანი დაბრუნდეს სამშობლოში.
1. ათენი, საბერძნეთი - მსოფლიოში უძველესი ქალაქი, მეხუთე საუკუნის რელიქვიებით. აუცილებლად ესტუმრეთ აკროპოლისსა და პირველ ოლიმპიურ სტადიონს მსოფლიოში.
2. პეკინი, ჩინეთი - უდიდესი ქალაქი მდიდარი ისტორიით, სადაც ერთხელ მოგზაურობა ყველაფერის სანახავად არ გეყოფათ. პირველივე მოგზაურობისას მოინახულეთ ჩინეთის დიდი კედელი, ტიანანმენის მოედანი, ზაფხულის სასახლე და სამოთხის ტაძარი.
3. ჯაიპური, ინდოეთი - ვარდისფერი ქალაქი, ულამაზესი ციხესიმაგრეებიტა და მუზეუმებით. აუცილებლად ნახეთ ჰალა მაჰალა და ქალაქის სასახლე. თეთრ მარმალილოს ტაძარში ინდური არქიტექტურის და ხელნაკეთობების ნამდვილი დღესასწაული გელოდებათ.
4. მარაკეჩი, მოროკო - დასავლეთ მაროკოს ეს ქალაქი ცნობილია თავისი უსასრულო სილამაზით, რომელიც გვხვდება ბაღებსა, მეჩეთებსა და სასახლეებში, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ეკონომიკურ მთავარ კერას.
5. დუბლინი, ირლანდია - ირლანდიის დედაქალაქი თავისი ლეგენდებით და თქმულებებით, ერთერთი უძველესი ქალაქია ევროპაში, რომელმაც თავისი ათასწლიანი ისტორიის მანძილზე შექმნა უამრავი ღირებული ღირშესაშნაობა.
6. კართაგენი, კოლუმბია - თუ თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებსაც დიდად არ ხიბლავს ზღვის სანაპიროზე ყოფნა, უფრო კულტურული ღირსშესანიშნაობების ნახვითაა და დაინტერესებული მაშინ კართაგენს უნდა ესტუმროთ. აქ ნახავთ რიყის ქვის ქუჩებს, ისტორიულ შენობებს და შესაძლებლობა მოგეცემათ, დატკბეთ ულამაზესი არქიტექტურით, დააგემოვნებთ უგემრიელეს საჭმელს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.
7. ბანგკონგი, ტაილანდი - ულამაზესი ტაძრები, გრანდიოზულად მორთული სასახლეები და მსოფლიოს საუკეთესო ქუჩაში შეძენილი საკვები განსაკუთრებული გახდის ტაილანდის დედაქალაქს.
8. სან-სებასტიანი, ესპანეთი - ევროპის პოპულარული კურორტი, რომელსაც ირჩევს ის, ვისაც არა მხოლოდ პლაჟზე დასვენება სურს, არამედ სურს სიამოვნება მიიღოს დახვეწილ ადგილზე დასვენებით.
9. დუბროვნიკი, ხორვატია - ამ ბრწყინვალე ქალაქში მართლაც რომ თავმოყრილია საუკეთესო, რითაც ბალკანეთი ამაყობს: მდიდრული არქიტექტურა, თავბრუდამხვევი პეიზაჟები, მოვლილი პლაჟები, მყუდრო რესტორნები.
10. სეული, სამხრეთ კორეა - საუკეთესო დიზაინის მქონე დედაქალაქში ბევრ უცნაურობას შეხვდებით. კორეელები გასაოცარი ხალხია, რომელმაც გლობალიზაციის მიუხედავად არაერთი უნიკალური ტრადიციის შენახვა შეძლო.
11. სან მიგელ დე ალენდე, მექსიკა - ქალაქი სავსეა არქიტექტურული ძეგლებით, რომელთა უმეტესობაც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. სან-მიგელ-დე-ალენდეში ყოველწლიურად უამრავი ფესტივალი ტარდება.
12. ჰანოი, ვიეტნამი - აქ შეგიძლიათ ნახოთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი ღირსშესანიშნაობა, ჰალოგ ბეი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ბუნებრივი სასწაულების სიაშია.
13. ედინბურგი, შოტლანდია - ქალაქი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ შოტლანდიაში, ნორვეგიის ზღვის სანაპირო ზოლში. ედინბურგში არის განსაკუთრებული არქიტექტურა, რის გამოც ეს დასახლება ევროპაში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება.
14. იერუსალიმი, ისრაელი - წმინდა ადგილი ქრისტიანებისთვის, მუსულმანებისთვის და იუდეველებისთვის, მომლოცველობის ობიექტი მთელი მსოფლიოს მორწმუნეთათვის და უბრალოდ სიცოცხლით სავსე ქალაქი, უძველესი ახლო აღმოსავლეთში. სწორედ აქ მიმდინარეობდა ბიბლიაში აღწერილი მრავალი მოვლენა.
15. ჰავანა, კუბა - ცეცხლოვანი ცეკვების, ფლირტისა და სიგარის სამშობლო. ჰავანის ღირსშესანიშნაობები ურიცხვი და მრავალფეროვანია. აქ გასართობს ნებისმიერი ბიუჯეტისა და გემოვნების მქონე სტუმარი იპოვის.
16. ბუენოს აირესი, არგენტინა - ტანგოს დედაქალაქი უამრავი ღირსშესანიშნაობით, პარკებითა თუ ბულვარებით იწონებს თავს. ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ დატკბნენ მუზეუმებით, გალერეებითა და თეატრებით.
17. ტოკიო, იაპონია - ქალაქის ღირსშესანიშნაობები არ შემოიფარგლება მხოლოდ არქიტექტურული საოცრებებითა და ისტორიული ობიექტებით. აქ მოგზაურობისას ჩაეფლობით იაპონიის ტრადიციულ კულტურაში: დაესწრებით ლეგენდარულ ჩაის ცერემონიალს, სუმოისტების ვარჯიშს, ივახშმებთ გეიშების მუზიცირების თანხლებით.
18. სტაბული, თურქეთი - ფერადი, სუნელების და ჩილიმის სუნით გაჟღენთილი, ევროპულ-აზიური კულტურების თანხვედრის ქალაქი. თუ აქ პირველად მიდიხართ, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ დაიღალოთ და ამ დაღლილობით დიდი სიამოვნებაც მიიღოთ.
19. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია - იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით, ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით, კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟებით, ასევე იესოს გიგანტური ქანდაკებით კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.
20. პრაღა, ჩეხეთი - ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
21. ამსტერდამი, ჰოლანდია - ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობებია: Rijksmuseum-ის მუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი, ანნე ფრანკის სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები მსოფლიოდან ყოველწლიურად 4, 2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.
თემები: მოგზაურობა, მსოფლიო, ქალაქები, ტურისტი, ტურიზმი