6 შეცდომა, რომელმაც, შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა გამოიწვიოს
- 15.05.2020
რამდენიმეთვიანი კარანტინის შემდეგ, რიგ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები შეფერხდა და ახლა ქვეყნების ნაწილი შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის. გარეთ დათბა, კარგი ამინდი და მზე ადამიანებს გარეთ გასვლისკენ უბიძგებს. ყოველივე კი ექსპერტებს ანერვიულებთ და ისინი უკვე აქტიურად საუბრობენ ვირუსის მეორე ტალღაზე.
გამოყოფენ 6 შეცდომას, რომლებიც არ უნდა დავუშვათ, თუ გვსურს, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და ვირუსის მეორე ტალღის არიდებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
1. ხელების ჰიგიენის დავიწყება
ვფიქრობთ, უკვე დაიღალეთ იმის მოსმენით, თუ როგორი მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენის დაცვა, თუმცა თუ მოდუნდებით და ხელების ძალიან ხშირად დაბანის რუტინას დაივიწყებთ, ამან შესაძლოა, რთულ შედეგამდე მიგიყვანოთ. თუ ქუჩაში გადაადგილდებით, აუცილებლად უნდა გქონდეთ ანტისეპტიკური საშუალება, რომლითაც ხელებს ხშირად გაიწმენდთ.
2. სოციალური დისტანციის დაუცველობა
ახალი ინფიცირებულების რაოდენობა მართალია შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი დავამარცხეთ და საფრთხე აღარ არსებობს. ამიტომაც, ჯერჯერობით, კვლავ აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა. სამსახურში, ქუჩაში, ყველგან ეცადეთ ადამიანებთან ორ მეტრიანი დისტანციის დაცვას. უსაფრთხოებისთვის ეს აუცილებელია.
3. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარის თქმა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარი არ თქვათ. ის არ დაგიცავთ კორონავირუსისგან, მაგრამ გრიპის ვირუსით დაინფიცირების შანსი მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, თუ გრიპის ვირუსით არ დაინფიცირდებით, თქვენი იმუნური სისტემა უფრო ძლიერი იქნება. იმუნური სისტემა კი კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
4. მოგზაურობა
ძალიან რთულია ზაფხულში მოგზაურობაზე უარის თქმა, მაგრამ ახლა განსაკუთრებული შემთხვევაა. გარდა ამისა, თავი შეიკავეთ არასაჭირო გადაადგილებისგან, თუ ნამდვილად არ გჭირდებათ, ამა თუ იმ ადგილზე წასვლა და გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ წახვიდეთ. ეცადეთ მაღაზიაშიც კი კვირაში ერთხელ ჩახვიდეთ და მთელი კვირის პროდუქტი მოიმარაგოთ.
5. პირბადის ტარებაზე უარის თქმა
პირბადის ტარება უმნიშვნელოვანესია. არ იაროთ ხალხმრავალ და დახურულ სივრცეებში მის გარეშე. პირბადის ტარებაზე უარის თქმამ, შესაძლოა, ვირუსის ახალი აფეთქება გამოიწვიოს.
6. წვეულებების მოწყობა
ხალხმრავალი და მხიარული წვეულებები ახლა შესაძლოა, ყველაზე მეტად გენატრებათ, ადამიანებს მობეზრდათ ახლობლებთან ონლაინ საუბარი, თუმცა რადგანაც კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხე ისევ არსებობს, ჯერჯერობით ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
თემები: ვირუსები, დაავადებები, ეპიდემია, კორონავირუსი, პანდემია
<a href="https://www.eatthis.com/">https://www.eatthis.com/</a>