ამბობენ, რომ მოდა გამუდმებით ბრუნდება, თუმცა არსებობს სტილის ისეთი წითელი ხაზები, რომელიც არასოდეს, არასოდეს დაბრუნდება!
წარმოგიდგენთ 15 ყველაზე საშინელ ტრენდს მოდის ისტორიაში:
1. ჯაჭვის ქამრები! თანაც მეტისმეტად დაბალწელიან შარვლებზე;
2. ნაქსოვი პონჩოები მაისურის სტილში. ო, არა!
3. სიფრიფანა შარფი, როგორც ბიუსჰალტერი. დაუშვებელია!
4. უთითო, ნაქსოვი ხელთათმანები გახსოვთ?
5. კორსეტები. 2020 წელი საკმარისად ცუდი იყო იმისთვის, რომ ეს კორსეტები კვლავ დაბრუნდნენ!
6. მოქარგული mid ჯინსის ქვედაბოლოები...
7. ამოჩაჩული საცვლები...
8. მოშვებული, თეძოზე ჩამოკიდებული ქამრები!
9. შეკრული ჟაკეტი, როგორც სვიტერი? ნაჰ, არა!
10. ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დროს მოდის ყველაზე ტრენდული ტყავის საწვიმრები, ამ სიას დაამშვენებდა. მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი წარმავალია!
11. მეტისმეტად დაბალწელიანი შარვლები...
12. შარვალზე გადაცმული კაბა. უკომენტაროდ.
13. გრძელი ჯინსის შორტები თუ მოკლე ჯინსის ბრიჯები? ვის ადარდებს...
14. ნამდვილი ბეწვი...
15. ფუშფუშა მოკლე ქვედაბოლოები. თანაც, ვარდისფერი!
თემები: როგორ ჩავიცვათ, ტანსაცმელი, ელეგანტურობა, რჩევები, სეზონური მოდა, ჩაცმულობა, Trend