LIFE

გვჭირდება თუ არა დასვენება სოციალური მედიისგან

გვჭირდება თუ არა დასვენება სოციალური მედიისგან

ყველა, განურჩევლად იმისა, ვინ რამდენ დროს უთმობს სოციალურ მედიას, საჭიროებს მისგან დასვენებას. ადამიანის გონება ფუნქციონირებს ისე, როგორ მუშობასაც არის შეჩვეული. სოციალური მედიის აქტიურად გამოყენების შემთხვევაში კი ადამიანის გონება, დღის განმავლობაში მიღებულ, უამრავ ინფორმაციას ვერ იმახსოვრებს და შესაბამისად, კარგავს კონცენტრაციის უნარს. გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვა მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი მენტალური და ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სოციალური სამყაროსგან დასვენება.

თუ გადაღლილი ხართ სოციალური მედიის ტემპით, გადახედეთ ჩვენს ჩამონათვალს და დაფიქრდით, იქნებ მართლა გჭირდებათ მისგან დასვენება?

1. სოციალური მედიისგან დასვენება საჭიროა მენტალური ჯანმრთელობისთვის

გვჭირდება თუ არა დასვენება სოციალური მედიისგან

შესაძლოა, სულაც არ ფიქრობთ, რომ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას, ფსიქიკას სოციალური სამყაროსგან დასვენება სჭირდება, თუმცა, გაოცებული აღმოჩნდებით იმ განსხვავებით, რომელსაც შესვენების შემდეგ დაინახავთ. სხვა ადამიანების ცხოვრებისა და ყოველდღიურობის შესახებ დეტალების გამუდმებული კითხვა, სხვების ცხოვრების საკუთართან შედარება, ადამიანის ფსიქიკაზე საკმაოდ ცუდად მოქმედებს.

2. პაუზა სოციალური მედიისგან შეამცირებს აურზაურს თქვენს გონებაში

გვჭირდება თუ არა დასვენება სოციალური მედიისგან

ყველამ უნდა აღიაროთ ის, რომ დროს, რომელსაც ფეისბუქისა და ტვიტერის სიახლეების სქროლვასა და კითხვაში ატარებთ, ქარს ატანთ. იმ სიახლეების უმრავლესობა, რომელიც დღის განმავლობაში გხვდებათ, სულაც არ გაინტერესებთ, მაგრამ მაინც სქროლავთ.

წარმოიდგინეთ თქვენი თავი ნებისმიერ გარემოში, რომელშიც, თუნდაც ერთი კვირით, შეძლებდით სოციალური მედიისგან თავის შორს დაჭრას. ეს პერიოდი დაგეხმარებათ, ზედმეტი, არასაჭირო ინფორმაციისგან გაათავისუფლოთ თქვენი გონება და საბოლოოდ დაამარცხოთ მასში არსებული აურზაური.

3. სოციალური მედია გაკარგვინებთ დროს

გვჭირდება თუ არა დასვენება სოციალური მედიისგან

რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე, სოციალურ ქსელში ელოდებოდეთ ადამიანს, რომელიც ყურადღებასაც არ ამახვილებს თქვენს მიწერილზე? თუ ამჩნევთ, რომ ერთ-ერთი ხართ მათგან, ვინც ძალიან ბევრ დროს კარგავს სხვა ადამიანებზე სოციალურ ქსელში, შესვენება თქვენთვის შესანიშნავი გამოსავალი იქნება. თავადაც შამჩნევთ როგორ მოგემატებათ შრომისუნარიანობა და გაცილებით დიდ სიამოვნებას მიიღებთ ადამიანებთან კომუნიკაციით რეალურ ცხოვრებაში.

4. პაუზა საციალური მედიისგან თქვენს ცხოვრებას გაცილებით პირადს გახდის

გვჭირდება თუ არა დასვენება სოციალური მედიისგან

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ყველსთან ყველაფერი ზიარდება. ხანდახან ეს საკმაოდ დამღლელი ხდება და ადამიანები ვაანალიზებთ, რომ არა პირად სივრცეში, არამედ საჯარო სივრცეში ვარსებობთ. როგორც კი გარკვეული დროის განმავლობაში თავს შეიკავებთ საჯარო პოსტებისგან, გააცნობიერებთ, რომ კვლავ თქვენს ცხოვრებას იბრუნებთ. ეს საკმაოდ მძაფრი და სასიამოვნო შეგრძნებაა, ვიდრე ფოტოს განთავსება ინსტაგრამზე!

5. აღმოაჩენთ, რომ რეალურ ცხოვრებაში ნაკლები დრამაა

გვჭირდება თუ არა დასვენება სოციალური მედიისგან

მას შემდეგ, რაც სოციალურ სამყაროს სულ ცოტახნით მაინც მოწყდებით, აღმოაჩენთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ძალიან ცოტა დრამაა. აღარ გადარდებთ ის საკითხი, ვინ ვისი შეყვარებულია, ვინ ვის ულაიქებს ფოტოებს და ა.შ.

იმაზე კი ნამდვილად ყველანი ვთანხმდებით, რომ დიდი რაოდენობით დრამა არავის გვჭირდება ცხოვრებაში!

6. კონცენტრირებული ხდებით მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე

გვჭირდება თუ არა დასვენება სოციალური მედიისგან

როცა 24 საათს სხვათა ფოტოებისა და პოსტების თვალიერებაში აღარ დახარჯავთ, აღმოაჩენთ, რომ ნაკლებს ნერვიულობთ სხვა ადამიანების ქმედებებზე, ცხოვრებასა და მათ ირგვლივ არსებულ სიახლეებზე. კონცენტრირებულები ხდებით საკუთარ ცხოვრებაზე და უკეთ უძღვებით მას. ეს ძალიან კარგად აისახება თქვენს პროდუქტიულობაზე და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხზეც!

7. გაცილებით წარმატებულები ხდებით

გვჭირდება თუ არა დასვენება სოციალური მედიისგან

დროის სიმცირეს ყველანი ძალიან მტკივნეულად განვიცდით. მას შემდეგ რაც, დროის მენეჯმენტს ისწავლით, მიეჩვევით სწორად გადაანაწილოთ დრო საკუთარ ცხოვრებასა და სხვა დანარჩენზე, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი დრო გამოგითავისუფლდათ. გარდა ამისა, თქვენი გონებაც აღარ იქნება სავსე სრულიად არასაჭირო და უსაგებლო ინფორმაციით, რაც საშუალებას მოგცემთ გახდეთ გაცილებით შრომისუნარიანები და მიაღწიოთ მეტ წარმატებას ცხოვრებაში. თქვენი ყველა სურვილის განხორციელება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მართეთ საკუთარი დრო!



allwomenstalk.com