LIFE

სხეულის 4 ენა, რომელიც, Zoom პაემანის დროს, მამაკაცის განწყობის ამოცნობაში დაგვეხმარება

სხეულის 4 ენა, რომელიც, Zoom პაემანის დროს, მამაკაცის განწყობის ამოცნობაში დაგვეხმარება

მანამდე თუ პაემანზე წასვლამდე სარკის წინ საათობის განმავლობაში ვტრიალებდით და ათას ლუქს ვირგებდით, ახლა სხვა დრო დაგვიდგა. გვიწევს მსოფლიო გამოწვევებსა და სიახლეებს სინათლის სიჩქარით ავუწყოთ ფეხი.

დღეს ფაქტი ისაა, რომ სოციალური დისტანცირება კაცობრიობის ახალი ნორმაა. რა გინდა ამ პირობებში მოიმოქმედო? რომანი როგორ უნდა გააბა? სად უნდა შეხვდე? ათასი კითხვა გვიტრიალებს ხოლმე გონებაში, მაგრამ სჯობს ამაზე დიდხანს ნუ ვიდარდებთ და იმ მოცემულობას მოვერგოთ საუკეთესოდ, რაც თვალწინ კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება გადაშლილი.

Zoom-ში შეხვედრები და საათობით ჭორაობა, დაბადების დღეების აღნიშვნა ჭიქა ღვინით ხელში, თუ საქმიანი შეხვედრების წარმართვა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ, აბა, Zoom Date-ზე რას იტყვით?

თუ ზუმ პაემანზე „წასვლა“ მოგიწია, მაშინ დღეს სხეულის იმ 4 ენას გაგაცნობთ, რომელიც, ამ დროს, მეორე მხარის განწყობებისა და დამოკიდებულებების ამოცნობაში დაგვეხმარება:

მაშ, ასე, მზად ხარ? მოდი, დავიწყოთ:

1. თვალებს ხშირად ახამხამებს

სხეულის 4 ენა, რომელიც, Zoom პაემანის დროს, მამაკაცის განწყობის ამოცნობაში დაგვეხმარება

იმ პირობებშიც კი, როცა თვალების ხამხამი ჩვეულებრივი ბუნებრივი მდგომარეობაა, მის გახშირებას ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენთვის. თუ პაემანზე ჩვენი მოწონების ობიექტი თვალებს ნელ-ნელა ახამხამებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენი საქმე წასულია - დიდად არ ვაინტერესებთ. ხოლო, თუ თვალებს გაუჩერებლად ახამხამებს - შესაძლოა ეს სტრესისა და დაბნეულობის ნიშანი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე აღტაცებით გამოწვეულ დაძაბულობასთან გვაქვს და გილოცავთ.

2.ნელ-ნელა ლოყები ეფაკლება, სახეზე სიწითლე ეპარება

სიწითლე მაშინ დაგვივლის ხოლმე სახეზე, როცა ადრენალინს გამოვყოფთ და რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ამაღელვებელ მომენტებთან ან/და ნერვიულობასთან და სტრესთან.

სხეულის 4 ენა, რომელიც, Zoom პაემანის დროს, მამაკაცის განწყობის ამოცნობაში დაგვეხმარება

თუ მის ლოყებს ღია ვარდისფერი დაკრავს - შეგვიძლია იქვე დავმშვიდდეთ და ჩავთავლოთ, რომ ყველაფერი იმაზე კარგად მიდის, ვიდრე შეგვეძლო წარმოგვედგინა- მოვწონვართ.

3. გამუდმებით იღიმის

სხეულის 4 ენა, რომელიც, Zoom პაემანის დროს, მამაკაცის განწყობის ამოცნობაში დაგვეხმარება

ალბათ, ყველას შეგვიმჩნევია, რა განსხვავებაა იმ ღიმილებს შორის, როცა ვინმე მხოლოდ ზრდილობის გამო, ოდნავი ძალდატანებით გვიღიმის ან უბრალოდ, იმიტომ, რომ ჩვენ დანახვაზე სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია. თუ ამ შემთხვევაში საქმე მეორე შემთხვევასთან გვაქვს უფრო გილოცავთ, რადგან ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ეს მოწონებასა და ჩვენ მიმართ ინტერესზე მეტია.

4. წარბები ნელ-ნელა ზემოთ ადის

სხეულის 4 ენა, რომელიც, Zoom პაემანის დროს, მამაკაცის განწყობის ამოცნობაში დაგვეხმარება

წარბების მოძრაობა ერთ-ერთი მთავარ ინდიკატორად შეიძლება გამოგვადგეს, იმის დასაგდებად, თუ რამდენად მოვწონვართ ჩვენი ტრფობის ობიექტს. თუ მთელი ჩვენი საუბრის განმავლობაში მისი წარბები ნელ-ნელა ზემოთ მიემართება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე სრულიად შესანიშნავად გვაქვს, რადგან მის თვალში მეტისმეტად მიმზიდველი ვართ და ვარსკვლავებსაც კი ვეთამაშებით.



<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>