1. უთხრა ადამიანს ის, რასაც ფიქრობ, როდესაც გაბრაზებული ხარ. შესაძლოა მართალიც იყო, მაგრამ სხვა ადამიანის გულისტკენა არასოდეს გაგაბედნიერებს!

2. გქონდეს სექსი იმ ადამიანთან, ვინც იცი, რომ ცხოვრებას აგირევს;

3. ასესხო ბევრი ფული მეგობრებს. დიდი შანსია, რომ ისინი დაკარგო;

4. მისწერო შენს ყოფილს... განსაკუთრებით ნასვამმა;

5. იფიქრო, რომ ბავშვის გაჩენა დანგრეულ ურთიერთობას გაამყარებს;

6. სოციალურ მედიაში დაპოსტო ყველაფერი შენს შესახებ;

7. გამოიწერო ნივთები ღამის 12:00-ის შემდეგ. დიდი ალბათობით, გაღვიძებისთანავე ინანებ!

8. შეეცადო, ცხოვრებაში ყველას ასიამოვნო;

9. გაიკეთო ტატუ, შენი პარტნიორის სახელით... თითქმის გამოუსწორებელი შეცდომაა!

10. გამუდმებით გადადო საქმე სამომავლოდ;

11. მართო მანქანა არაფხიზელ მდგომარეობაში;

12. დახუჭო თვალები 1 წუთით, როდესაც დილის მაღვიძარას გამორთავ... უბრალოდ 2 საათის შემდეგ გაიღვიძებ!

13. შეეკითხო ქალს, ორსულად ხომ არაა ან როდის აპირებს ბავშვზე ფიქრს. არა, ამას ნამდვილად აუცილებლად უნდა მოერიდოთ!

14. სცადო შენი შეხედულებების მეგობრების შეხედულებებს ემთხვეოდეს... რა მოსაწყენია!

15. დაგუგლო ნებისმიერი სიმპტომი, განსაკუთრებით კი თავის ტკივილი. ამის შემდეგ ნამდვილად დაგჭირდებათ დამაშვიდებელი!