როგორ უნდა მოიხდინონ მუხლსზევით ჩექმები ქალებმა, რომლებსაც სიმაღლის პრობლემა აქვთ?
- 16.01.2017
მუხლსზევით ჩექმებზე წარმოიდგენ ალბათ რომელიმე მშვენიერ მოდელს, რომელიც ბრწყინვალედ იხდენს მათ. თუმცა ეს ასე სულაც არ უნდა იყოს...შედარებით დაბალ გოგონებსაც შეუძლიათ უმშვენიერესად გამოიყურებოდნენ მსგავს ჩექმებში!
1. ჩაიცვი მოკლე ქვედაბოლოსთან და შორტთან
როდესაც დაბალი ხარ და გაცვია მუხლსზევით შექმა და გსურს შენი ფეხები მოდელის ფეხებს გავდეს, უბრალოდ საჭიროა ჩაიცვა ისეთი მინი ქვედაბოლო ან შორტი. ხოლო გრძელი ტანსაცმელი მსგავს ჩექმებზე პირიქით ვიზუალურად დაგიმოკლებს ფეხებს.
2. სცადე ქუსლით
თუკი გადაწყვეტ მაღალი ჩექმების ჩაცმას, აარჩიე მაღალქუსლიანი ჩექმა. კომფორტულად გრძნობ თავს 12 სანტიმეტრიან ქუსლებზე სიარულისას? მაშინ ეს შენთვის არანაირი პრობლემა არ იქნება, პირიქით, იმასთან ერთად, რომ შენი ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდება, შენი უკანალიც უფრო სექსუალურ ფორმას მიიღებს.
3. ჩაიცვი მაღალწელიან ტანსაცმელთან
თუკი ხშირად გაწუხებს ის ფაქტი, რომ საკმარისად მაღალი ფეხები არ გაქვს, სცადე მაღალწელიანი ტანსაცმელი, მითუმეტეს თუ მუხსლზევით ჩექმების ჩაცმას აპირებ.
4. შეუხამე ჩექმა და ტანსაცმლის ფერები ერთმანეთს
თუკი ჯერ მზად არ ხარ გარისკო მსგავსი ტიპის ჩექმის ჩაცმა, ამოარჩიე იგივე ფერის ტანსაცმელი მაგალითად შარვალი ან მაისური და ჩაიცი ერთად.
5. გამოაჩინე ბევრი კანი
ჩაიცვი მოკლე, ძალიან მოკლე კაბა მსგავს ჩექმებთან ერთად! მაღალი ჩექმების საშუალებით შენ არ იქნები ვულგარული, მაგრამ ძალიან სექსუალური.
6. გამოიყენე აქსესუარები
კიდევ ერთხელ მზად თუ არ ხარ მთელი აქცენტი შენს ჩექმებზე იყოს გადატანილი, გაიკეთე აქსესუარები ან დაიჭირე დიდი ჩანთა. სცადე ითამაშო ფერებით: ამოარჩიე ჩექმებისგან განსხვავებული ფერის ქურთუკი ან ჩანთა, რაც ყურადღებას აუცილებლად მიიცევს.
7. იყავი თავდაჯერებული
აუცილებელია იყო თავდაჯერებული, როცა მაღალი ჩექმა გაცვია. მხრები უკან, თავი მაღლა და იარე ისე, თითქოს მთელი მსოფლიო შენია! სხვები ამას აუცილებლად შეამჩნევენ!
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, ჩექმა
<a href="http://www.allure.com/story/80s–fashion–trend–for–2017?mbid=social_cp_facebook_vf">http://www.allure.com</a>