ჯანმრთელობა

7 პროდუქტი, რომლის ხშირად მირთმევაც მალე დაგაბერებთ

7 პროდუქტი, რომლის ხშირად მირთმევაც მალე დაგაბერებთ

ის, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზმი და რამდენად კარგად ვგრძნობთ თავს, დამოკიდებულია ასაკზე. მაგრამ ბიოლოგიური ასაკი სულაც არ არის სანთლების ის რაოდენობა, რომელსაც დაბადების დღეზე თვალებდახუჭული აქრობთ.

7 პროდუქტი, რომლის ხშირად მირთმევაც მალე დაგაბერებთ


რთულია განსაზღვრო ადამიანის ბიოლოგიური ასაკი, რადგან ის განპირობებულია ცხოვრების ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა: მოწევა, მზის გამოსხივება, კვების რაციონი და სხვა გარემო ფაქტორები. სამწუხარო ამბავი ისაა, რომ შესაძლოა ორგანიზმი იმაზე ასაკოვანი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია.

თუმცა ამ ამბავს კარგი მხარეც აქვს - შესაძლებელია საკუთარი დაბერება შეფერხება! სწორი კვება, ვარჯიში და ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესი განაპირობებს რამდენად დიდხანს, ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვრებთ. არჩევანი თქვენზეა, ჩვენ კი შემოგთავაზებთ 10 პროდუქტს, რომელიც დაბერების პროცესს ხელს უწყობს!

1. მარგარინი

7 პროდუქტი, რომლის ხშირად მირთმევაც მალე დაგაბერებთ

დიდი იმედი გვაქვს, ეს მავნე პროდუქტი წლების წინ დაივიწყეთ, მაგრამ თუ ჯერ კიდევ მოიხმართ, დაიმახსოვრეთ: მარგარინი ტრანს ცხიმია, რომელის გადასამუშავებლადაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. გამომშრალი ორგანიზმი კი დაბერების პირველი მიზეზია.

2. ენერგეტიკული სასმელები

7 პროდუქტი, რომლის ხშირად მირთმევაც მალე დაგაბერებთ

ენერგეტიკული სასმელები სავსეა შაქრითა და მჟავებით, რომლებიც კბილებს აზიანებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - კოფეინი და ნატრიუმი, რომელთა დიდ რაოდენობასაც შეიცავს ენერგეტიკული სასმელები, დეჰიდრატაციის მთავარი მიზეზია.

თუ საკმარისი რაოდენობის წყალს არ იღებთ და მას ენერგეტიკული სასმლით ანაცვლებთ, ჯანმრთელობას უდიდეს ზიანს აყენებთ.

3. პურ-ფუნთუშეული

7 პროდუქტი, რომლის ხშირად მირთმევაც მალე დაგაბერებთ

ნამცხვრები და სხვა საკონდიტრო ნაწარმი დიდი რაოდენობით ცხიმს და შაქარს შეიცავს. ეს პროდუქტები ჭარბწონიანობის გარანტიაა, თუმცა ამის გარდა, ბონუსად კბილების დაზიანებულ ემალსაც მიიღებთ.

4. შაქრიანი კოქტეილები

7 პროდუქტი, რომლის ხშირად მირთმევაც მალე დაგაბერებთ

პინა კოლადა? მარგარიტა? მოჰიტო? რა თქმა უნდა ძალიან გემრიელია, თუმცა არ გირჩევთ მათ რეგულარულად მიღებას. შაქრისა და ალკოჰოლის მიქსი, რომელიც ძალიან მალე დააბერებს თქვენს ახალგაზრდა კანს.

5. ალკოჰოლი

7 პროდუქტი, რომლის ხშირად მირთმევაც მალე დაგაბერებთ

ცხადია 1 ჭიქა ღვინო დღესასწაულებზე ნამდვილად არ ავნებს ორგანიზმს, მაგრამ თუ სისტემატიურად მიიღებთ, დაბერების პროცესს დააჩქარებთ. ალკოჰოლი სხეულის დეჰიდრატაციის მიზეზია, ის ასევე A ვიტამინს, უჯრედების განახლებისთვის აუცილებელ ძირითად ელემენტს წაართმევს ორგანიზმს. განსაკუთრებით კი შაქრიან კოქტეილებსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს უნდა მოერიდოთ.

6. მარილი

7 პროდუქტი, რომლის ხშირად მირთმევაც მალე დაგაბერებთ

დიდი რაოდენობით მარილის მოხვედრა ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს. შედეგად კი შეშუპებულ, დაღლილ სახესა და სხეულს მიიღებთ. წარმოგიდგენიათ რა მოხდება, თუ ყოველდღიურად ბევრ მარილს მოიხმართ? დიახ, ნამდვილად მალე დაბერდებით.

7. შემწვარი პროდუქტები

7 პროდუქტი, რომლის ხშირად მირთმევაც მალე დაგაბერებთ

პროდუქტის შეწვისას ცხიმი მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება, რის შედეგადაც გამოიყოფა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც დაბერების პირველი მიზეზია! შემწვარი პროდუქტი მით უფრო მავნებელია, რაც მეტ ცხიმს შეიცავს. ამიტომ, დაივიწყეთ კარტოფილი ფრი და სხვა სახის, ზეთით გაჟღენთილი საკვები.

რა თქმა უნდა, მავნე საკვების სია აქ არ მთავრდება, თუმცა ამ პროდუქტების ამოღება და შემცირება ის მინიმუმია, რომლის შესრულებაც დღესვე უნდა დაიწყოთ. ახალგაზრდობა ყველაზე ძვირფასი რამაა ამქვეყნად. 



<a href="https://www.eatthis.com/">https://www.eatthis.com/</a>