8 ვარსკვლავი, რომლებიც ბუნებრივ თმაში შესანიშნავად გამოიყურებიან
- 13.06.2020
ჰოლივუდის ვარსკვლავებს ძალიან უყვართ თმის ვარცხნილობებითა და ფერებით თამაში. გამოიყურებოდნენ შესანიშნავად და გამორჩეულად, ეს მათი სამსახურის ნაწილია. თუმცა ბოლო პერიოდში, მოდაში ბუნებრივი მაკიაჟი, თმა და ყოველდღიური ჩაცმულობა დაბრუნდა. ამიტომ, სელებრითების ნაწილმა თმის გასასწორებელი მოწყობილობები უბრალოდ დაივიწყა.
ვნახოთ 8 ცნობილი ადამიანი, რომელიც ბუნებრივ თმაში შესანიშნავად გამოიყურება:
1. მეგან მარკლი
პრინცესა საზოგადოებაში ძირითადად ბუნებრივად დავარცხნილი თმით ჩნდება, თუმცა იცოდით, რომ ვარსკვლავს ბუნებრივად ხვეული და მოცულობითი თმა აქვს?
2. ტაირა ბენქსი
კარიერის განმავლობაში ვარსკვლავმა უამრავჯერ შეიცვალა ვარცხნილობა და სტილი, მაგრამ სინამდვილეში მას ტალღოვანი, სქელი და მოცულობითი თმა აქვს.
3. ზენდაია
როგორც ჩანს, ზენდაიას ძალიან მოსწონს თავისი ბუნებრივი, ხვეული თმები.
4. ჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერ ლოპესს უბრალოდ ყველაფერი ძალიან უხდება!
5. ბიონსე
ბიონსეს ხვეული თმების ამბავი ალბათ არ გაგიკვირდებათ.
6. ალისია ქისი
უცნაური ვარცხნილობებით ცნობილ ალისიას, ასეთი შესანიშნავი ხვეული, მოცულობითი თმები ჰქონია.
7. სელმა ჰაიეკი
მსახიობი თავისი სწორი, სქელი და შავი თმითაა ცნობილი. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბუნებრივი, დატალღული თმებიც ძალიან უხდება!
8. კიარა
ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი - კიარა სწორი თმით და კიარა ხვეული თმით!
თემები: თმა, თავის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>