სილამაზის სალონში ვიზიტი ძალიან სასიამოვნოა. ყველა ქალს უყვარს განახლებული ვარცხნილობა და ამაღლებული თვითშეფასების განცდა. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სილამაზის სალონიდან პირდაპირ სუპერმოდელი გამოდიხარ.
თუ ჩვენი არ გჯერათ, მაშინ ამ ცნობილ მოდელებს გადახედეთ, რომელთა წარმატებაც, თმის ვარცხნილობის შეცვლის შემდეგ ძალიან გაიზარდა!
1. კაია გერბერი
ბავშვობაში კაია ცნობილი დედამისის, ცნობილი სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის წყალობით გახდა. მომავალი სუპერმოდელი ბავშვობიდან იყო ჩართული მოდის სფეროში, თუმცა ნაკლები წარმატებით. ყველაფერი 2018 წელს შეიცვალა, როდესაც კაიამ თმის დამოკლება გადაწყვიტა.
მისი ახალი იმიჯი, მოკლე ბობი, თინეიჯერების საყვარელი ვარცხნილობა გახდა. მოდელი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე, შედეგად კი წლის მოდელის ჯილდოც მოიპოვა.
2. ფერნანდა ლი
ავსტრალიელი მოდელი, ფერნანდა ლი, პოდიუმზე ვარდისფერი თმით 2015 წელს, ლუი ვიტონის ჩვენებაზე წარსდგა. ამ წამიდან შეიცვალა მისი კარიერაც და მომავალი სეზონების ყველაზე მოთხოვნადი მოდელის სტატუსი მოიპოვა. ვარდისფერმა თმამ მთლიანად შეცვალა მისი მომავალი.
3. ები ლი
მართალია ავსტრალიელი მოდელი ყავისფერ თმაშიც საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა როგორც კი თმა პლატინისფერ ქერად გადაიღება, მისი სახელი მთელმა მსოფლიო გაიგო და სუპერმოდელების სიაში გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ების თმის ბუნებრივი ფერი არ დაუბრუნებია.
4. ბელა ჰადიდი
რა თქმა უნდა, ბელა ნამდვილად არ ატარებს განსხვავებულ ვარცხნილობას. მაგრამ იცოდით, რომ ბუნებრივი ქერა თმით წარმატების ვერ მიაღწია? მას შემდეგ რაც თმა მუქ ყავისფრად გადაიღება, ბელა ჰადიდი მსოფლიოს წამყვანი მოდელი გახდა.
5. ლინდა ევანგელისტა
90-იანების სუპერმოდელის ვარცხნილობის ცვლილების პროცესი ფოტოგრაფმა პიტერ ლინდბერგმა აღბეჭდა. კადრები სენსაციად იქცა, სუპერმოდელის კარიერამ ზენიტს მიაღწია და ლინდას მოკლე ბობი, 90-იანების ნამდვილ სიმბოლოდ გადაიქცა.
6. ჯესიკა სტემი
იცოდით, რომ ჯესიკას ბუნებრივად წითური თმა აქვს? რა თქმა უნდა, არა. რადგან ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოდელი, სწორედ თმის ქერად შეღებვის შემდეგ გახდა. შეგახსენებთ, რომ ჯესიკა არამხოლოდ Victoria's Secret-ის ანგელოზია, არამედ მაღალი მოდის ჩვენებების ყველაზე მოთხოვნადი მოდელიცაა.
7. ედი ქემფბელი
ბრიტანელი ლამაზმანი ზუსტად ერთ ღამეში გადაიქცა სუპერმოდელად. სწორედ მაშინ, როდესაც გრძელი და ბუნებრივი თმები შეიჭრა და ტრენდული, აჩეჩილი ბობი მოირგო. შანელი, ბარბერი, ჰერმესი და ივ სან ლორანი - ედი ქემფბელი, მაღალი მოდის ვარსკვლავი დაიბადა.
თემები: სტილი, ტრენდი, რჩევები, მოდელები
<a href="https://www.harpersbazaar.com.au/">https://www.harpersbazaar.com.au/</a>