ჯანმრთელობა

ცხელი აბაზანა ისევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, როგორც ვარჯიში

ცხელი აბაზანა ისევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, როგორც ვარჯიში

ბევრ კულტურაში შეხვდებით ცხელი აბაზანის ტრადიციას. უკვე მრავალი საუკუნეა ცხელ აბაზანას ბევრი სასარგებლო თვისება მიეწერება. მაგრამ მხოლოდ უკანასკნელი კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ ორთქლიან აბაზანას რეალურად შეუძლია ჯანმრთელობაზე დადებითი ზეგავლენა.

ცხელი აბაზანა ისევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, როგორც ვარჯიში

დამღლელი დღის შემდეგ, ცხელ აბაზანაში ჩაწოლა ალბათ ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა. მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ის ასევე, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ცხელ აბაზანას ზუსტად ისეთივე სასარგებლო ეფექტი აქვს სხეულზე, რაც ფიზიკურ აქტივობებს. გამოდის, რომ ამიერიდან უფრო ხშირად უნდა გაანებივროთ საკუთარი თავი ცხელი აბაზანის პროცედურებით.

ცხელი აბაზანა ისევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, როგორც ვარჯიში

ბრიტანელმა მეცნიერებმა, ჩაატარეს კვლევა, რომლისთვისაც 14 მამაკაცი შეარჩიეს. მათი ნაწილი აქტიურად ვარჯიშობდა ველოსიპედზე 1 საათის განმავლობაში, მათი ნახევარი კი ზუსტად იგივე დროის განმავლობაში, უბრალოდ ცხელ აბაზანაში ნებივრობდა. კვლევაში მონაწილე მამაკაცებმა, ერთი და იგივე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო შედეგებს მიაღწიეს.

მართალია 1 საათის განმავლობაში, ბორბლების აქტიური ტრიალით ბუნებრივად უფრო მეტ ენერგიას იწვება, თუმცა ცხელ აბაზანაში საშუალოდ 140 კალორია ნადგურდება. შედეგი დაახლოებით იგივეა, რასაც 30 წუთი სიარულით მიაღწევთ. გარდა ამისა, მეცნიერები ამბობენ, რომ იმ მონაწილეებმა, ვინც მთელი საათი ცხელ აბაზანაში გაატარეს, ზუსტად ისევე გაუუმჯობესდათ სისხლში შაქრის დონის მაჩვენებელი, როგორც მათ, ვინც აქტიურად ივარჯიშეს.

მართალია კვლევები გრძელდება და კიდევ დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ ეს მონაცემები მეცნიერულად აღიარებულ ფაქტად გადაიქცეს, თუმცა აქამდე არასოდეს ყოფილა ცხელი აბაზანის მიღება ასეთი სასიამოვნო.

ცხელი აბაზანა ისევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, როგორც ვარჯიში



<a href="https://www.harpersbazaar.com.au/">https://www.harpersbazaar.com.au/</a>