1. არ მოყვეთ სამარცხვინო ამბები სადღეგრძელოს თქმისას.
სინამდვილეში ეს არავის ამხიარულებს, მაგრამ თქვენზე არასასიამოვნო წარმოდგენას უქმის მსმენელებს;
2. არ აიფაროთ სახეზე ხელები ცემინებისას.
აუცილებლად თან ატარეთ ხელსახოცი. ეტიკეტის შეცდომას რომ თავი დავანებოთ, COVID-19 პანდემიისას განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ;
3. რესტორანში ან კაფეში სადილობისას, არ დატოვოთ ტელეფონი მაგიდაზე.
შეუჩერებელი შეტყობინებებით აუცილებლად გამოიწვევთ სხვების დისკომფორტს;
4. არ ისაუბროთ პოლიტიკაზე გართობის მიზნით.
თქვენ არასოდეს იცით რა პოლიტიკური შეხედულებებისაა მსმენელი ან რა რეაქცია შეიძლება ქონდეს თქვენს სახუმარო რეპლიკებზე;
5. არ გამოიყენოთ ემოჯი აიკონები საქმიან წერილში.
დიახ, ეს მხოლოდ სტუდენტ სტაჟიორებს ეპატიებათ. საქმის პროფესიონალები არასოდეს იყენებენ ემოჯი აიკონებს;
6. არასოდეს გააგზავნოთ მნიშვნელოვანი წერილი მობილური ტელეფონის აპლიკაციიდან.
Sent From Mobile შეგიძლიათ წაშალოთ, მაგრამ სხვა ბევრ წერით შეცდომას დაუშვებთ, რომელიც თქვენს არაპროფესიონალიზმს გაუსვამს ხაზს;
7. არ გააზიაროთ ყველაფერი სოციალურ მედიაში.
შეიძლება თქვენ აღფრთოვანებული ხართ თქვენი ცხოვრების წესით - იოგა, ჯანსაღი კვება, საყვარელი სამსახური და საინტერესო ისტორიები, მაგრამ ძალიან მომაბეზრებელია გამუდმებული შეტყობინებები ერთი პროფაილისგან. თანაც, ძალიან მომხიბლავია ცხოვრების საიდუმლო ნაწილი შეინარჩუნოთ!
8. როდესაც ადამიანს გაგაცნობენ, წამოდექით ფეხზე.
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იქნება ეს მნიშვნელოვანი წერილის მომზადება თუ საყვარელი სადილი, აუცილებლად წამოდექით ფეხზე და ამ ფორმით მიესალმეთ. ეს პატივისცემის გამოხატულებაა;
9. არასოდეს დადოთ ჩანგალი მაგიდაზე.
განსაკუთრებით კი ჭამის პროცესში. შეგიძლიათ, ამისთვის თეფში ან სუფთა ხელსახოცი გამოიყენოთ.
10. არასოდეს დაიტოვოთ ყურსასმენი, როდესაც სხვას ესაუბრებით.
თქვენ შესაძლოა უკვე გამორთეთ მუსიკა, ან სულაც ხმას დაუწიეთ. მაგრამ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ყურსასმენით საუბარი უპატივცემულობის გამოხატულებაა.
თემები: ყურადღება, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, მზრუნველობა, 30წელი, შეცდომები
<a href="https://www.rd.com/">https://www.rd.com/</a>