ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც მას რაიმე უჩვეულო აქტივობის ჩადენა, განსხვავებული ყოველდღიურობა და თავისუფლება სჭირდება ბედნიერებისთვის. რა უნდა გააკეთო ასეთ დროს? ისევ ყოველდღიურ რუტინაში ჩაება და საკუთარი სურვილები უარყო? რა თქმა უნდა, არა! როდესაც გინდა, რომ შინაგანად აფეთქდე და დაიცალო, ასეც უნდა მოიქცე.

ბოჰემური ცხოვრების წესი გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგისა და ნორმების უგულვებელყოფას. ამ ფილოსოფიის მიმდევრები, „ბოჰოები“, თავისუფალი სულის ხალხია, რომლებიც შემოქმედებითობასა და ხელოვნებას აფასებენ - მუსიკა, ლიტერატურა, სპირიტუალური სეანსები... ისინი მთლიანად უარყოფენ მეინსტრიმს, უყვართ სიახლეები და საკუთარი თავის უჩვეულო, შემოქმედებითი ფორმის გამოხატვა. ბოჰოები ერთი შეხედვით უდარდელი ხალხია, რომლებიც აფასებენ ინდივიდის სურვილებსა და მისწრაფებებს.

გაეცანით ბოჰემური ცხოვრების სტილის 3 მთავარ წესს, რომელიც ბედნიერების მიღწევაში და საკუთარი თავის აღმოჩენაში დაგეხმარებათ:


1. იყავი თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე

გასული საუკუნის განმავლობაში, ბოჰოებმა ლიბერალური და რაციონალური აზროვნების ფორმატი მოირგეს. მათ ურჩევნიათ საკითხი სიღრმისეულად გამოიკვლიონ, მოარგონ საკუთარ შეხედულებებს და ამის შემდეგ შექმნან პირადი არგუმენტი. ისინი არ მისდევენ მეინსტრიმს და საზოგადოების მიერ მოხვეულ შეხედულებებს, ისინი ქმნიან საკუთარ გზას და ირჩევენ, რომელია აზროვნების საუკეთესო ფორმა.

2. თითოეული ადამიანი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია

ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი ისაა, რომ მათ სჯერათ პიროვნების უზენაესობის. მათთვის თითოეული ადამიანი უნიკალური, განუმეორებელი და მნიშვნელოვანია. ისინი მოუწოდებენ ყველას, გამოავლინონ საკუთარი თავი, სურვილები და აზრები. ბოჰოები მიიჩნევენ, რომ ადამიანმა თავად უნდა მართონ ფიქრები, შეხედულებები და გაემიჯნონ, საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ წესებს ცხოვრების შესახებ.

3. შემოქმედებითი ხედვა აუცილებელია

ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა - ეს ყველაფერია, რის გარეშეც ადამიანს არსებობა არ შეუძლია. ყველა ადამიანს აქვს უნარი, შექმნას რაიმე ხელოვნების ნიმუში და ამით, თვითკმაყოფილება განიცადოს. ფინანსური ფასეულობები დროებითია, ნამდვილი ბედნიერებისთვის საკუთარი მისწრაფებების რეალიზებაა საჭირო. ესთეტიკური ხედვები სამყაროზე, მოგზაურობა თუ ახალი თავგადასავლები, სიახლეები და აღმოჩენები - ესაა ცხოვრების ბედნიერების საიდუმლო.