5 ნიშანი იმისა, რომ კიბერქონდრია გაქვთ - აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს
- 26.06.2020
შეკითხვები ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ მოულოდნელად ჩნდებიან. საკმარისია თავის ტკივილი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდეს და აუცილებლად გაგიჩნდებათ შეკითხვა „რამე ხომ არ მჭირს?“.
რამდენიმე წლის წინ, ეს კითხვა ისევე მოულოდნელად გაქრებოდა, როგორც გაჩნდა. თუ რა თქმა უნდა, სიმპტომები საკმარისად სერიოზული არ იქნებოდა. ამ შემთხვევაში, აუცილებლად მიაკითხავდით პროფესიონალებს. მაგრამ რა ხდება ახლა, როდესაც დაავადების სიმპტომებისა და მკურნალობის მეთოდების მოძიება სულ რამდენიმე წამში, ინტერნეტშია შესაძლებელი შეიძლება?
უახლესი სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ზოგიერთი ადამიანი უფრო ხშირად მიმართავს ონლაინ საძიებო სისტემას დაავადების აღმოსაჩენად. მიუხედავად დაუსრულებელი ინფორმაციისა, ინტერნეტი სულაც არ გეტყვით, რომელია თანამედროვე სამყაროს ყველაზე გავრცელებული დაავადება, რადგან თქვენ ამას სულ არ ეძებთ. ეს კიბერქონდრიაა, ჰიპოქონდრიის ერთ-ერთი სახეობა და განიმარტება, როგორც „ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მეტისმეტად ხშირი ძიება ინტერნეტში“.
კიბერქონდრია პირდაპირკავშირშია შფოთის მომატებულ დონესთან. უფრო მეტიც, შფოთვითი მსუბუქი თუ მძიმე აშლილობა განაპირობებს ამ ერთი შეხედვით, უწყინარ დაავადებას.
გაიცანით 5 ნიშანი იმისა, რომ კიბერქონდრია გაქვთ:
ყოველდღიურად, 1-3 საათის განმავლობაში ამოწმებთ ონლაინ სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს. კვლევების თანახმად, ადამიანები, ვისაც მძიმე შფოთვითი აშლილობა აღენიშნებათ, გასულ თვეში, საშუალოდ 2 საათს უთმობდნენ სიმპტომების ძიებას. თუმცა, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ყველაზე ცუდ დღეებში ფიქსირდებოდა. ადამიანები, ვისაც მსუბუქი შფოთვა ახასიათებთ, ყველაზე ცუდ დღეებში, მხოლოდ 1 საათი ან უფრო ნაკლები დაუთმეს ონლაინ ძიებას.
ფიქრობ, რომ ერთდროულად რამდენიმე დაავადება გაწუხებს. ისევ და ისევ, კვლევების თანახმად მძიმე შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებში ეს მაჩვენებელი 5-ია, ხოლო მსუბუქი შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში, 2-ზე ნაკლები. როგორ ფიქრობ, რამდენი დაავადება გაწუხებს?
ყველაზე ცუდ დღეებში, 3-4-ჯერ მაინც ეძებ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ინტერნეტში. ძლიერი შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები, არა მხოლოდ დროს უთმობდნენ ინტერნეტში დაავადების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, არამედ ამას დღეში რამდენჯერმე აკეთებდნენ. თუმცა მსუბუქი შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 1-ს არ აღემატება.
ინტერნეტში სიმპტომების წაკითხვა შფოთს უფრო აძლიერებს. მეცნიერულად დასტურდება, რომ იმ ადამიანებში, ვინც ონლაინ წაიკითხა სიმპტომები და საკუთარ თავს ახალი დიაგნოზი დაუსვა, შფოთვის დონის გაზრდა გამოიწვია.
სინამდვილეში, შენი ჯანმრთელობა სტაბილურია და ეს ექიმების მიერაა დადასტურებული. კვლევების თანახმად, იმ ადამიანებს, ვინც მუდმივად თვითდიაგნოზირებულ დაავადებას უჩიოდნენ, ძალიან იშვიათად დაუდასტურდა დაავადება.
თუ ეს 5 ნიშანი გახასიათებთ, მაშინ გირჩევთ, უბრალოდ შეწყვიტოთ ინტერნეტში უსასრულო ძიება. როგორც ექიმები ამბობენ, სინამდვილეში ეს ცუდის მეტს არაფერს მოგიტანთ. შეგახსენებთ, რომ ავადმყოფობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, რეკომენდებულია ექიმს მიაკითხოთ.
თემები: რჩევები, დაავადება, ექიმი, კიბერქონდრია, შიშები, ფობიები
<a href="https://www.psychologytoday.com/">https://www.psychologytoday.com/</a>