ყველა ვყოფილვართ სიტუაციაში, როცა, მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, ამა თუ იმ სიტუაციაში საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ, არ გამოგვდის ან რაღაც გვაფერხებს. ქალებს, გამუდმებით გვაწუხებს ჩვენი ფორმები, წონა და სწორედ ეს ხდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, ჩვენი თამამად გადაუდგმელი ნაბიჯებისა.
სასურველია გადავწყვიტოთ, რომ არაფერს მივცეთ უფლება დაგვაბრკოლოს. არცერთ შემთხვევაში, ჩვენი ფორმები, ჩვენი წონა არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ პლიაჟზე, სასიამოვნო ღამის წვეულებაზე და სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვან თავშეყრის ადგილზე წასვლა და განტვირთვა გადავიფიქროთ. ამის ნაცვლად, ჩვენი განხვავებულობა, განსაკუთრებულობა და თუნდაც, არასტანდარტული წონა, სასურველია, ჩვენი ინდივიუალურობის ხაზგასასმელად გამოვიყენოთ და მთელი ძალებით ვეცადოთ მივიღოთ ის შედეგი, რაზეც ჩანაფიქრშივე ვორიენტირდით.
როგორი ვიზუალიც არ უნდა გქონდეთ, არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც ოდნავადაც კი არ არის სამარცხვინო.
1. ვარჯიში სპორტული ბიუზჰალტერით
სავარჯიშოდ, პერანგებისა და მაისურების გამოყენებას ყოველთვის სპორტული ბიუზჰალტერის გამოყენება სჯობს, რადგან ისინი გვიცავს ისეთი დისკომფორტისგან, როგორიც არის ოფლის ლაქები, მოძრაობისას უსიამოვნო შეგრძნებები და სხვ.
2. მოირგეთ ნებისმიერი სტილი
მოირგეთ ყველაფერი, რაც მოგწონთ და რაც ტრენდულად მიგაჩნიათ. მოკლე ტოპები, ვიწრო ჯინსები და ნებისმიერი რამ, რაც მოდურია. ნუ უდარდებთ იმაზე, რომ მოდელის აღნაგობა არ გაქვთ. სცადეთ ყველაფერი, რაც სეზონზე სექსუალურია და დატკბით საკუთარი გამბედაობით.
3. აანთეთ ნათურები და დაკავდით სექსით
იყავით დარწმუნებული საკუთარ სექსუალობასა და შესაძლებლობებში იმდენად, რომ დაკავდეთ სექსით ანთებულ შუქში. ეს დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია თავდაჯერების საკითხში. აღნიშნულს, ბევრი დადებითი მხარეც აქვს. მაგალითად, ეს დაგარწმუნებთ იმაში, გრძნობთ თუ არა კომფორტულად თავს თქვენს პარტნიორთან და მეტიც, შესაძლოა ამ ექსპერიმენტის შემდეგ, თქვენი აქტი უფრო მგზნებარეც მოგეჩვენოთ.
4. გაანებივრეთ საკუთარი თავი ტკბილეულით
ერთი შოკოლადის ორცხობილა არ ჩაყრის თქვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას წყალში. ათასობით კვლევა ადასტურებს იმას, რომ ძალიან მკაცრი დიეტები ხანგრძლივ შედეგს არ იძლევა, ამიტომაც, ნუ დატანჯავთ საკუთარ თავს და მიირთვით ზომიერად ყველაფერი, რაც გიყვართ.
5. ატარეთ თქვენთვის სექსუალური სტილი
დაივიწყეთ ყველა უფერული და მოკრძალებული ტანსაცმელი, რაც გაგაჩნიათ და დაიწყეთ საკუთარ სხეულის ფორმებზე, სექსუალურ დეტალებზე აქცენტის გაკეთება. თავდაჯერებით ატარეთ სექსუალური, თამამი, განსხვავებული და თქვენს სტილზე მორგებული კაბები.
6. ატვირთეთ სელფები სოციალურ ქსელში
ნუ შეგეშინდებათ ანახოთ ყველას შენი ვიზუალი. იყავით თამამი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა სოციალურ ქსელში აქტიურობა, საკუთარი სელფების განთავსება და აზრის გამოთქმა. აყევით სამყაროს რითმს და გჯეროდეთ საკუთარი მშვენიერების.
7. უპირატესობა მიანიჭეთ თამამ ბიკინს
არ მისცეთ უფლება გავრცელებულ შეხედულებებს თქვენზეც იმოქმედოს. არ არის სავალდებულო პლიაჟზე მხოლოდ უკიდურესად გამხდარ გოგონებს ეცვათ თამამი ბიკინი. იგი თქვენც შეგიძლიათ მოირგოთ და დიდი თავდაჯერებითაც. მთავარია, თავად მოგწონდეთ და მასში თავი იგრძნოთ სექსუალურ და სასურველ ქალად.
8. გიყვარდეთ საკუთარი სხეული
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბევრ ძალისხმევას დებთ ვარჯიშში, რათა სასურველი სხეულის ფორმები მიიღოთ. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, როგორია თქვენი საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება. გახსოვდეთ, რომ თუ შინაგანად ბრწყინავთ, გჯერათ საკუთარი სილამაზის, გიყვართ თქვენი სხეული ისეთი, როგორიც არის, ამ ენერგიასა და თავდაჯერებას სხვებსაც გადასცემთ. არასოდეს არცერთ მიზეზს არ მისცეთ უფლება შეგაჩეროთ.
თემები: სტილი, მოდა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, რჩევები
allwomenstalk.com