ბევრი მიიჩნევს, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობისთვის საერთო ინტერესებია მნიშვნელოვანი. ჩვენ კი გეტყვით, უმთავრესი 2 ადამიანს შორის კომპრომისის არსებობაა და არა მსგავსი მუსიკალური გემოვნება ან ერთნაირი ჟანრის ფილმების სიყვარული. აი, რა მიგვანიშნებს ჯანსაღი ურთიერთობის შესახებ:
12. ამბობ იმას, რასაც ფიქრობ: როდესაც წყვილებს ერთმანეთთან გულახდილად და თავისუფლად საუბარი შეუძლიათ, ურთიერთობაც ჯანსაღად ვითარდება. უწყვეტი კომუნიკაცია გრძელვადიანი თანაცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
11. პირადი სივრცე გაქვს: მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გიყვარს, საკუთარ ცხოვრებაზე უარი არ უნდა თქვა — პერსონალური ინტერესები და სამეგობრო წრე ურთიერთობის გადახალისებას უზრუნველყოფს და ორივეს ინდივიდუალური ზრდის საშუალებას გაძლევთ.
10. ჩხუბობთ: წყვილებს შორის ზომიერად ჩხუბი ან კამათი სრულიად ნორმალურია: თუ არასოდეს ჩხუბობთ, დიდი შანსია, რაღაცეებს ითმენდეთ და გულში ინახავდეთ. თუმცა კამათსაც თავისი წესები აქვს — ამ დროს არასოდეს არ უნდა დაამცირო პარტნიორი და როდესაც დამნაშავე ხარ, ბოდიშის მოხდაც შეგეძლოს. გახსოვდეს: კამათის მიზენი მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს და არა საკუთარი სიმართლის დამტკიცება.
9. ერთმანეთი დღევანდელი მოცემულობით მოგწონთ: იცოდე, რომ საოცნებო სახლში გადასვლა, ლატარეის მოგება ან ბავშვის გაჩენა ურთიერთობის მოულოდნელ გაუმჯობესებას ვერ დაგპირდება — ამ მხრივ ცვლილების იმედი ნუ გექნება. ურთიერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებთ, თუ ერთმანეთს დღევანდელი მოცემულობით მიიღებთ.
8. გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებთ: დიახ, დაწყებული იმით, თუ რა ფილმი უნდა ნახოთ საღამოს, დასრულებული — რამდენი შვილის ყოლა გსურთ, ყველაფერი ერთობლივად უნდა გადაწყვიტოთ. თანაც ეს გადაწყვეტილებები ყოველთვის ერთი მხარის სასარგებლოდ არ უნდა მიიღებოდეს.
7. ერთად ყოფნა გიხარიათ: ეს მარტივ ფაქტებში გამოიხატება — როდესაც ერთსა და იმავე რამეზე გეცინებათ, ერთად ვახშმის მომზადება გსიამოვნებთ, ერთმანეთის წინადადებებს ასრულებთ და ა.შ. თუმცა რაღათქმაუნდა იმას არ ვგულისხმობთ, რომ მთელი დღის განმავლობაში აუცილებლად ყველაფერზე უნდა იცინოთ.
6. ერთმანეთის ფუნქციებს აბალანსებთ: ხანდახან, როდესაც პარტნიორს გვიანობამდე სამასახურში დარჩენა უწევს, საჭმლის გაკეთებაც უნდა შეძლო და მძღოლის ფუნქციის შეთავსებაც. მაშინ კი, როდესაც მოხუცი მშობლების მოვლა გიწევს, ყველა სახის სახლის საქმე სწორედ შენმა პარტნიორმა უნდა აკეთოს. ცხოვრება ასეთია — მთავარია, მხარდაჭერას მუდმივად მხოლოდ ერთი მხარე არ ითხოვდეს.
5. ერთმანეთს ენდობით: ჯანსაღი ურთიერთობა ნდობას და საიდუმლოებების გარეშე კომუნიკაციას ემყარება.
4. უსიამოვნებების დავიწყება შეგიძლიათ: ბუნებრივია, რომ ხანდახან ერთმანეთს აწყენინებთ კიდეც ან ისეთ რამეს ეტყვით, რასაც სინამდვილეში სულაც არ ფიქრობთ. მთავარია, შეცდომის აღიარება შეგეძლოთ.
3. სრულფასოვანი სიახლოვე გაქვთ: სექსი ინტიმურობის მხოლოდ ერთი ნაწილია — გეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, მას არაფერი აქვს საერთო 2 ადამიანს შორის სიახლოვესთან: მნიშვნელოვანია, წყვილებს ეს სიახლოვე როგორც საწოლში, ასევე მის გარეთაც ჰქონდეთ.
2. პრობლემებს მას უზიარებ და არა სხვებს: როდესაც პრობლემა გაქვს, მის შესახებ სწორედ პარტნიორს უნდა ესაუბრო და არა მაგალითად Facebook-ის მეგობრებს. რაღათქმაუნდა, რჩევა მეგობარსაც შეგიძლია ჰკითხო, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ აარიდო თავი მასთან საუბარს პოტენციური კამათის შიშით: თქვენს პირად პრობლემებს სხვა ვერავინ გადაჭრის.
1. ერთმანეთს ჯადოსნურ სიტყვებს ეუბნებით: „მიყვარხარ“, „გმადლობ“, „მაპატიე“.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="http://time.com/3699452/healthy-relationship-signs/?xid=time_socialflow_facebook">http://time.com</a>