1. ყოველთვის ცუდ ხასიათზე გაყენებს
მაშინაც კი, თუ საკუთარ წარმატებას ან მიღწევას უზიარებ, მუდამ იპოვის ნეგატიურ მხარეს. ეს ეჭვიანობის ერთგვარი გამოვლინებაა. შესაძლებელია, მას ძალიან გაუხარდა შენი წარმატება, მაგრამ ქვეცნობიერად უკმაყოფილოა, რომ შენ მიზანს მის გარეშე მიაღწიე. ამიტომ არ მოსწონს არაფერი, რასაც დამოუკიდებლად აკეთებ და ყველაზე საუკეთესო მოვლენებსაც უარყოფითად აფასებს;
2. არ მოსწონს, როცა სხვებთან გაქვს ურთიერთობა
დიახ, ის მუდამ ცდილობს გაკონტროლოს. მუდამ თვალს ადევნებს შენს ქმედებებს - რას აკეთებ, სად ხარ, თავს როგორ გრძნობ... მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ის ცდილობს რომ არ გაიცნო ახალი ადამიანები, არ დაუმეგობრდე სხვებს და უფრო მეტიც, ცდილობს ბავშვობის მეგობრების მოგწყვიტოს. თანაც დარწმუნებულია, რომ შენთვის საუკეთესოს აკეთებს.
3. არ გეხმარება, როდესაც გჭირდება
ტოქსიკური ადამიანები ყოველთვის იღებენ დახმარებას სხვებისგან, მაგრამ როდესაც სხვებს სჭირდებათ მათი თანადგომა, უბრალოდ ქრებიან.
4. მუდმივად გეჯიბრება
იმის ნაცვლად, რომ შენი წარმატებები უხაროდეს, უბრალოდ უაზრო შეჯიბრებას იწყებს შენთან. ნამდვილი მეგობრები ასე არასოდეს იქცევიან - მათ უხარიათ შენი წარმატება და იციან, რომ კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგიძლია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენთან შეჯიბრს დაიწყებენ, მიზანი უფრო მეტის შემეცნება იქნება და არა შენი დამარცხება.
5. ემოციურად გაშანტაჟებს
ტოქსიკური ადამიანი მუდამ ცდილობს შენი ყურადღება მიიპყროს. შესაძლებელია ამ თამაშში იმდენად ჩაებას, რომ გამოგონილი ამბების და პრობლემების მოყოლა დაიწყოს, რათა შენი ყურადღება მიიქციოს. თუ მის გვერდით არ იქნები, ის აუცილებლად დაგადანაშაულებს და შენი ემოციებით ითამაშებს.
თემები: ადამიანები, რჩევები, მეგობარი, ტოქსიკური ადამიანი, ენერგო ვამპირი
<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია