იყავი მარტო მანამ, სანამ.... 10 ნიშანი მათთვის, ვინც ნამდვილ სიყვარულს ელოდება
- 14.07.2020
იყავი მარტო მანამ, სანამ ვინმე ისე ძლიერად არ შეგიყვარდება, რომ ყველა ილუზია საოცნებო მამაკაცის შესახებ გაქრება;
იყავი მარტო მანამ, სანამ ვინმე ისე არ შეგიყვარდება, რომ ეს გრძნობა სულიერ პრობლემებს დაგავიწყებს;
იყავი მარტო მანამ, სანამ ეს გრძნობა არც ირაციონალური იქნება და არც ილუზიური;
იყავი მარტო მანამ, სანამ ამ ადამიანის სიყვარული სამყაროსთან კიდევ უფრო ძლიერად არ დაგაკავშირებს;
იყავი მარტო მანამ, სანამ ეს გრძნობა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანად არ გაქცევს;
იყავი მარტო მანამ, სანამ ვინმე ისე არ შეგიყვარდება, რომ საკუთარ თავს კი არ დაკარგავ, არამედ იპოვნი;
იყავი მარტო მანამ, სანამ სიყვარულის დამსახურებით, რეალობა ოცნებებზე უფრო მშვენიერი არ გახდება;
იყავი მარტო მანამ, სანამ ადამიანი ისე გულწრფელად არ შეგიყვარებს, რომ მისი დაკარგვის სულაც არ შეგეშინდება;
იყავი მარტო მანამ, სანამ არ იპოვი ისეთ ადამიანს, ვისთან ურთიერთობაც გულს არასოდეს გატკენს;
იყავი მარტო მანამ, სანამ ადამიანს მთელი გულით არ შეიყვარებ და ეს მშვენიერი გრძნობა, საკუთარ თავს არ შეგაყვარებს.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>