სტილი

6 უჩვეულო გზა, როგორ მოირგოთ ყელსახვევი ამ ზაფხულს

6 უჩვეულო გზა, როგორ მოირგოთ ყელსახვევი ამ ზაფხულს

სწორად შერჩეულ ყელსახვევს, ლამაზი პრინტითა და ხარისხიანი ფაქტურით, ნებისმიერი ლუქის ტრანსფორმაცია შეუძლია. ეს ვინტაჟური, კლასიკური დეტალი ნებისმიერ სამოსს ფემინურობითა და სიმსუბუქით ავსებს. თანაც, ყელსახვევი მუდამ მოდურია.

მაგრამ 2020 წლის ზაფხულში ყელსახვევი თავის დანიშნულებას აშკარად ივიწყებს და უამრავ ფუნქციას იძენს. დაათვალიერეთ 6 უჩვეულო გზა, როგორ მოირგოთ ყელსახვევი ამ სეზონზე:

ყელსახვევი მაისურის ნაცვლად. დიახ, არ მოგესმათ, ეს მოდური და თამამი გოგონების ლუქია;

6 უჩვეულო გზა, როგორ მოირგოთ ყელსახვევი ამ ზაფხულს

ყელსახვევი ჩანთის აქსესუარია - უბრალოდ შემოახვიეთ ჩანთის სახელურს. სულ ესაა - ამ ზაფხულის ტრენდი თქვენია;

6 უჩვეულო გზა, როგორ მოირგოთ ყელსახვევი ამ ზაფხულს

დაივიწყეთ სამაჯურები - ამ სეზონზე მაჯაზე ყელსახვევის შემოხვევაც საკმარისია;
კლასიკად ქცეული ბენდენა ისეთი ტრენდულია, როგორც არასოდეს!

6 უჩვეულო გზა, როგორ მოირგოთ ყელსახვევი ამ ზაფხულს

როგორც წესი და რიგია - ყელსახვევი ყელზეც უნდა შემოიხვიოთ, თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით თხელი ფაქტურის და პატარა ზომის ნაჭერი უნდა შეარჩიოთ;

6 უჩვეულო გზა, როგორ მოირგოთ ყელსახვევი ამ ზაფხულს

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი გზა არ არის მისაღები, შეგიძლიათ ძველებურ, კლასიკურ გზას მიჰყვეთ. როგორც ამბობენ, ამ ზაფხულს ყელსახვევი ყველაფერია, რაც ლუქის შესავსებად გჭირდებათ.

6 უჩვეულო გზა, როგორ მოირგოთ ყელსახვევი ამ ზაფხულს



<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>