LIFE

იტალიის 5 ზღაპრული კუნძული, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

იტალიის 5 ზღაპრული კუნძული, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

მზე ყოველდღე უფრო და უფრო მეტად აცხუნებს, მოგზაურობაზე ფიქრი კი ოცნებას ჰგავს... ზაფხულის ოცნებების მთავარი დანიშნულების ადგილი იტალიაა - ხმელთაშუაზღვისპირა სამოთხე, ლაჟვარდისფერი სანაპიროებითა და დაუსრულებელი მზიანი დღეებით...

დაათვალიერეთ 5 ზღაპრული კუნძული იტალიაში, სადაც მოგზაურობა მომავალ ზაფხულს აუცილებლად უნდა დაგეგმოთ.

კაპრი

იტალიის 5 ზღაპრული კუნძული, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

თეთრი კლდეებისა და უსასრულოდ ლურჯი ზღვის კომბინაცია - კაპრი იტალიური დოლჩე ვიტას სიმბოლოა. ფერადი სახლებით ავსებული ყურეები, უგემრიელესი იტალიური კერძები და რა თქმა უნდა, მზის ჩასვლა, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავ...

პონცა

იტალიის 5 ზღაპრული კუნძული, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

მართალია პონცა ისეთი ცნობილი ლოკაცია არ არის, როგორც კაპრი, თუმცა სილამაზით საერთოდ არ ჩამოუვარდება. ფერადი სახლების, ღია კაფეების, გამჭირვალე, ლურჯი ზღვისა და ტრადიციული, იტალიური არქიტექტურის კომბინაცია ყველა ზაფხულის ადამიანის საოცნებო ადგილია.

პანტელერია

იტალიის 5 ზღაპრული კუნძული, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

„ხმელთაშუაზღვისპირეთის შავი მარგალიტი“ - ველური სანაპიროებით, ვულკანური კლდეებით, ბუნებრივი აუზებითა და იტალიური სოფლებით დასახლებული ეს კუნძული, იტალიური ოცნების განსახირებაა.

ისკია

იტალიის 5 ზღაპრული კუნძული, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

გამწვანებული მთების, გამჭირვალე წყლისა და ნავების კომბინაცია ისაა, რის გამოც კუნძული ნეაპოლის პროვინციის ყველაზე ცნობილ ლოკაციად გადაიქცა.

პროსიდა

იტალიის 5 ზღაპრული კუნძული, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

როგორც ჩანს, პროსიდაში 1950-იანი წლების შემდეგ არც არაფერი შეცვლილა. სწორედ ამიტომაა ეს ადგილი ტურისტების ყველაზე საყვარელი ადგილი. პატარა მომხიბლავი კუნძული ნამდვილი მეოცნებეების თავშესაფარია.



<a href="https://www.vogue.fr/">https://www.vogue.fr/</a>