ბედნიერების 11 დღე - მარტივი გამოწვევა, რთული პერიოდის შესამსუბუქებლად
- 26.07.2020
1 დღე: დრო დაუთმე მედიტაციას, თუნდაც რამდენიმე წუთი. მედიტაციის მიზანია განიტვირთოს შენი გონება და მშვიდად ისუნთქო, თუნდაც მცირე ხნის განმავლობაში.
2 დღე: მიესალმე უცნობ ადამიანს. იყავი ღია ცხოვრებაში მიმდინარე ნებისმიერი მოვლენის მიმართ.
3 დღე: ჩამოწერე ყველაფერი, რის გამოც მადლობას უხდი სამყაროს. სევდიან მომენტებში ისარგებლე ამ ჩანაწერით და შეახსენე შენს თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
4 დღე: დაუთმე დღე საკუთარ თავზე ზრუნვას: იქნება ეს ცხელი აბაზანა, სახის ნიღაბი თუ ფრჩხილების მოწესრიგება. გააკეთე ყველაფერი, რაც გახალისებს და იზრუნე საკუთარ თავზე.
5 დღე: დაგეგმე სადილი მეგობრებთან ერთად. ადამიანი სოციალური არსებაა და ზოგჯერ კარგი დროის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გემრიელი საჭმელი, ჭიქა ალკოჰოლი და საუბრები აუცილებლად აგავსებს პოზიტიური ენერგიით.
6 დღე: მარტო წადი კინოში. ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ ფილმის სანახავად აუცილებლად გჭირდება კომპანიონი. მარტო წასვლა კი თავდაჯერებისა და თავისუფლების გრძნობით აგავსებს. აირჩიე ისეთი ფილმი, რომლის ნახვაც მუდამ გინდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდი.
7 დღე: წადი კაფეში და დააკვირდი ადამიანებს. დაინახე მცირე დეტალები მათ ქცევაში, ჩაცმაში და საუბარში. დაინახე ის ყველაფერი, რასაც ვერასოდეს ამჩნევ, რადგან საკუთარი საკუთარი თავით ხარ მთლიანად მოცული.
8 დღე: დააკვირდი Facebook მეგობრების სიას. ჩვენ ყველა ვხედავთ პოსტებს ისეთი ადამიანებისგან, ვისაც ყურადღებას არ უნდა ვაქცევდეთ. ზოგჯერ ურთიერთობები სრულდება და უკან აღარ უნდა მივიხედოთ, რადგან ეს მხოლოდ სინანულითა და ტკივილით გვავსებს. სოციალური ქსელებიდან წაშალე ის ადამიანები, ვინც შენს ბედნიერებას აღარ უკავშირდება.
9 დღე: უყურე კომედიას. შეარჩიე ფავორიტი ფილმი, თუნდაც უკვე 100-ჯერ გქონდეს ნანახი. იცინე მანამ, სანამ მუცელი არ აგტკივდება. ხანგრძლივი სიცილი თერაპიის საუკეთესო გზაა.
10 დღე: მოიმზადე გემრიელი საჭმელი. შეეცადე პროცესში გული და სული ჩააქსოვო. გაამზადე ის კერძი, რომელიც ძალიან გიყვარს, მაგრამ მოსამზადებლად დრო არასოდეს გრჩება. ისიამოვნე მზადების პროცესით, მოათავსე თეფშზე ზუსტად ისე, როგორც შენ მოგწონს, გამოიყენე ინსპირაცია და გააფორმე ლამაზად. ასე მომზადებული კერძით ძალიან ისიამოვნებ!
11 დღე: არ შეადარო საკუთარი თავი სხვებს. ყველას აქვს შეცდომების დაშვების უფლება. თითოეული ადამიანი ცხოვრების განსხვავებულ ეტაპზეა, ამიტომ ყველამ უნდა გავუგოთ ერთმანეთს. აუცილებელია იფიქრო საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე, მაგრამ არა სხვა ადამიანების მიხედვით. შეედარე იმას, ვინც გუშინ იყავი.
თემები: სიყვარული, ფსიქოლოგია, ბედნიერება, რჩევები, ბედნიერი, იმედგაცრუება
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>