ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ კირჩხიბზე, თუ მათთან გაქვს ურთიერთობა
- 11.08.2020
კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ძალიან ადარდებთ სხვების ემოიციური მდგომარეობა და არ ეშინიათ, საკუთარი ნაზი ბუნება სხვებს გაუზიარონ. კირჩხიბებს ძალიან უყვართ სხვა ადამიანები.
ურთიერთობებში კი გულსა და გრძნობებს აქსოვენ, თანაც ისე, რომ არ ფიქრობენ, სხვა ადამიანის საპასუხო ემოციებზე. წარსული გამოცდილების მიხედვით, მათ იციან, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც არ შეუძლია მათი სიყვარულის, თავგანწირვის და ერთგულების დაფასება. კიდევ ერთი იმედგაცრუება სწორედ ისაა, რისიც კირჩხიბებს ეშინიათ.
როდესაც კირჩხიბი შეყვარებულია, შეუძლია საკუთარი თავი, გული, გრძნობები და ცხოვრება ერთ ადამიანს მიუძღვნას. თუ მეორე ადამიანისგან, საპასუხოდ მხოლოდ ინდიფერენტულობასა და დაუფასებლობას იღებს, კირჩხიბის ემოციური მდგომარეობა ძალიან ზიანდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ მკაფიო და მაღალი მოლოდინები რომანტიკული ურთიერთობების მიმართ. თუ სიყვარული არ იქნება ისეთი ძლიერი და ორხმრივი, როგორიც კირჩხიბს წარმოუდგენია, მაშინ მას საერთოდ არ სჭირდება ასეთი ურთიერთობა. ამ ადამიანს არ სურს, რომ დრო და ენერგია არასწორ ადამიანზე დახარჯოს.
სიყვარული კირჩხიბისთვის გართობა არ არის და მას არ შეუძლია, ურთიერთობა მსუბუქად აღიქვას. თუ ის გადაწყვეტს, რომ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოს, ეს ნიშნავს, რომ კირჩხიბი შეყვარებულია. ემოციური სიახლოვე, უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა - ურთიერთობაში ყოფნისას, კირჩხიბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
მათი მგრძნობიარე ბუნება კიდევ ერთი შიშის მიზეზია - მათ ეშინიათ, გამოვალინონ საკუთარი თავი. კირჩხიბი შინაგანად თავს ძალიან დაუცველად გრძნობს და მუდამ ეჭვებშია, იმსახურებს თუ არა ამ ადამიანს. მათი ტანჯვის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მართალია აქვს სურვილი აჩვენოს შინაგანი სამყარო სხვა ადამიანს, მაგრამ იმდენად შეშინებულია, რომ გამუდმებით ებრძვის საკუთარ თავს.
სწორედ ამიტომ, მათთვის ადვილია სხვებზე ზრუნვა. ეს ნიშნავს, რომ კირჩხიბს გულს ვერც ვერავინ ატკენს. შეყვარებული ადამიანი კი ყველაზე მოწყვლადია, ამიტომ კირჩხიბი უბრალოდ ირჩევს, არ უყვარდეს.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, კირჩხიბი