LIFE

7 უსიამოვნო გაკვეთილი სიყვარულის შესახებ

7 უსიამოვნო გაკვეთილი სიყვარულის შესახებ

ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არ შეგიყვარდება


მართალია, რომ რომანტიკულ წიგნებსა და ფილმებში ადამიანებს ცხოვრებაში ერთადერთხელ უყვარდებათ, მაგრამ რეალობაში ასე არ ხდება. შენ მუდმივად იცვლები და შენთან ერთად ცხოვრებაც იცვლება, ამიტომ არაფერია მუდმივი, მათ შორის, არც სიყვარული.

როდესაც გიყვარს, დაუცველი ხდები


დიახ, ეს სიყვარულის დამახასიათებელი თვისებაა. როდესაც გიყვარს არ იცი, რა მოხდება ხვალ ან მომავალში, შეუძლებელია დაგეგმო და ისე გიყვარდეს. თუ გინდა, რომ სიყვარული მთელი ძალით შეიგრძნო, ამ ბრძოლაში უნდა დანებდე. ესაა რისკი, რომელიც სიყვარულისთვის უნდა გაიღო.

სიყვარული ემოციურია, მაგრამ არა მტკივნეული


თუ ადამიანთან ურთიერთობაში უფრო მეტად განიცდი ტკივილს, ვიდრე ბედნიერებას, ალბათ დროა, რომ ეს ურთიერთობა დაასრულო. დაიმახსოვრე, სიყვარული ბედნიერებაა და არა ტკივილის მარადიული შეგრძნება.

ყველას სხვადასხვანაირად უყვარს


არ არსებობს ობიექტური შეფასების კრიტერიუმები სიყვარულისა. ყველა ადამიანი განსხვავებულია, შესაბამისად განსხვავდება სიყვარულის აღქმის, შეგრძნებისა და გამოხატვის მახასიათებლებიც.

სიყვარული ვნება არ არის


სიყვარული გაცილებით ძლიერი გრძნობაა, ვიდრე ფიზიკური ლტოლვა. სიყვარული წარმოუდგენელია დათმობის, თავგანწირვისა და მოთმინების გარეშე
დიახ, სიყვარული ორმხრივი გრძნობაა. შეუძლებელია სხვა ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობაში ყოფნა, თუ არ დათმობ საკუთარ შეხედულებებს და ვერ შეძლებ მოთმენას. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს კარგად უნდა ესმოდეს მეორე მხარესაც. დათმობა, თავგანწირვა და მოთმენა აუცილებლად ორივე ადამიანის ყოველდღიურობა უნდა იყოს.

როდესაც გიყვარს, იცვლები


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იზრდები, ხდები უფრო კარგი ადამიანი და შენი თავის საუკეთესო ვერსია. ესაა იმ სიყვარულის შედეგები, რომლისკენაც ყველა ადამიანი მიისწრაფვის.