1. ისინი ხვდებიან შენს განწყობას

მათ შეუძლიათ გაიგონ, როდის ხდება რამე შენთან. შენ კი არაფერს გაკეთება გჭირდება, მათთვის ამ ინფორმაციის მისაწოდებლად.

2. ისინი ზრუნავენ შენზე

ისინი ყოველთვის ყიდულობენ საჭმელს ან სასმელს და იციან შენი გემოვნება. ისინი მუდამ აწესრიგებენ ტანსაცმელს ან თმას გიკრავენ. ისინი უბრალოდ ცდილობენ დაგეხმარონ გამოიყურებოდე საუკეთესოდ, თავი შესანიშნავად იგრძნო და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა.

3. ისინი გაძლევენ სივრცეს, როცა ეს გჭირდებათ

იქნება ეს მეგობარი თუ რომანტიკული პარტნიორი, ისინი პატივს სცემენ შენს მოთხოვნილებას, რათა თავად გაერკვე ან გაუმკლავდე ცხოვრებისეულ სიტუაციებს. ისინი ხვდებიან, როდის გჭირდება მარტო დარჩენა.

4. ისინი ამჟღავნებენ სიყვარულს

მათი ქმედებები, გულის ყველაზე ჭეშმარიტი განზრახვის გამოვლინებაა. შენ იცი, რომ მას უყვარხარ და ამისთვის, სიტყვების მოსმენა არ გჭირდება.

5. ისინი გიცავენ მაშინ, როდესაც ვერ ხედავ

ადამიანი, ვინც გულწრფელად ზრუნავს შენზე, დარჩება ერთგული და დაიცავს თქვენს რეპუტაციას მაშინაც კი, როდესაც არ იქნები ამის მოწმე. მათი მოქმედებები გულიდან მოდის და არაა შენს მოსახიბლად ჩადენილი.

6. მათ ახსოვთ შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები

მათ მუდამ ახსოვს დაბადების დღე, მეგობრის გარდაცვალების წლისთავი, ან რომელიმე დღე, რომელიც შენში ემოციებს იწვევს.