ვინ არის შენი მეგობარი? - ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებიც საუკეთესო მეგობრები არიან
- 05.10.2020
უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებისა და საქვეყნო აღიარების მიუხედავად, ჰოლივუდის ზოგიერთი ცნობილი ადამიანი ამაყობს იმით, რომ ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქრი: ნამდვილი მეგობარი სწორედ მას ერგო. ამ ადამიანებს ძალიან გაუმართლათ, რადგან მათ იპოვნეს ერთმანეთი. ეს წყვილები უკვე ათწლეულებია საუკეთესო მეგობრები არიან.
სკარლეტ იოჰანსონი და კრის ევანსი
იოჰანსონის თქმით, მას და ევანსს შორის არსებული შეუვალი ქიმია კინოეკრანებზე, განპირობებულია იმით, რომ ისინი 10 წელზე მეტია საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი პირველად The Perfect Score-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და ერთმანეთის კომპანიაში ისეთი კომფორტი იპოვნეს, რომ დღემდე უახლოესი ადამიანები არიან.
კამერონ დიაზი და დრიუ ბერიმორი
ჩარლის ანგელოზები რეალურად მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც ბერიმორი მიმტანად მუშაობდა, ხოლო დიაზი, ჯერ კიდევ მოდელი იყო. ინტერვიუებში ბერიმორი ყოველთვის აღნიშნავს, რომ დიაზი მისთვის ბევრად მეტია, ვიდრე საუკეთესო მეგობარი, ის მისი დაა.
მეტ დეიმონი და ბენ აფლეკი
ეს დუეტი ერთმანეთს მაშინ შეხვდა, როდესაც დეიმონი 10 წლის იყო, ხოლო აფლეკი 8-ის. ისინი ერთად გაიზარდნენ, ქირაობდნენ ერთ სახლს, უამრავ ფილმშიც მოუწიათ თანამშრომლობა და ამ დრომდე ერთმანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივრებიც არიან.
ტომ კრუზი და უილ სმიტი
კრუიზი და სმიტი, უდავოდ ჰოლივუდის უდიდესი ვარსკვლავები არიან, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ახლო მეგობრობა აკავშირებთ. სმიტი ყოველთვის აღნიშნავს, რომ კრუზი მასზე უკეთესი მსახიობია.
ჯულია რობერტსი და ჯორჯ ქლუნი
ამ ცნობილ ადამიანთა ძლიერი კავშირი უკვე 20 წელზე მეტია საქვეყნოდაა ცნობილი - ორსულობის დროს, ქლუნი რობერტსის საუკეთესო მომვლელიც კი იყო.
თემები: მეგობრობა, ურთიერთობა, მეგობრობის შენარჩუნება, მსახიობები, ჰოლივუდი, ჰოლივუდის ვარსკვლავები