ქალების ჩაცმულობის რა ტენდენციებს ანიჭებენ უპირატესობას მამაკაცები?
- 24.01.2017
რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ჩვენი სილამაზის, თავის მოვლის, გემოვნებიანად ჩაცმის მიზეზი, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვართ, მაინც ვერ უარვყოფთ, რომ კომპლიმენტები, ყურადღება და აღფრთოვანება ყოველთვის სიამოვნებას გვანიჭებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე საყვარელ მამაკაცს ეხება, მიღებული კომპლიმენტი და შექება ორმაგად სასიამოვნო ხდება!
არსებობს უამრავი მითი იმის შესახებ, თუ ქალების როგორი ჩაცმულობის სტილს ანიჭებენ მამაკაცები უპირატესობას. მაგალითად, გავრცელებული აზრის მიხედვით, მათ სპორტული, თავისუფალი სტილი მოსწონთ. ასევე, ხშირია მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ გამომწვევად ჩაცმული ქალები, ხშირად ხდებიან მამაკაცების რჩეულნი.
TREND გთავაზობთ ჩაცმულობის რამდენიმე სტილს, რომელიც გულგრილს არცერთ მამაკაცს არ დატოვებს!
1. მომდგარი ჯინსი, დიდი ზომი მაისური და კედები
ეს სტილი, ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი სხეულის ფორმების მქონე და ნებისმიერი წონის წალბატონს უხდება!
რაც მთავარია, მამაკაცებს იგი აღაფრთოვანებს!
2. წითელი!
რთულად მოიძებნება ვინმე, ვისაც წითელი ფერის ტანისამოსი გულგრილს ტოვებს! კვლევების მიხედვით, წითელი ტანსაცმლით, ორივე სქესის წარმომადგენელს მეტი შანსი აქვთ მოხიბლოს საპირისპირო სქესი.
3. შავი კაბა
'Black is always elegant!' - ძალიან ბანალურად ჟღერს არა? გარწმუნებთ, ბანალური ყოველთვის არასწორს არ ნიშნავს! შავი კაბა ყოველთვის ტრენდული და სექსუალურია!
4. ტანზე მომდგარი კაბა
ტანზე მომდგარი კაბების ყველაზე დიდ უპირატესობად მისი საქმიანი და ამავდროულად, სექსუალური იმიჯი მიიჩნევა. არც ის არის ხელწამოსაკრავი, რომ ტანზე მომდგარი კაბა, საუკეთესოდ გამოკვეთს თქვენი სხეულის მრგვალ ფორმებს!
5. გრძელი, მოშვებული პერანგი
გარდა იმისა, რომ გრძელი, მოშვებული პერანგი, საკმაოდ კომფორტული და თბილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, იგი თავისუფალ იმიჯსაც ქმნის, რაც გულგრილს არცერთ მამაკაცს არ ტოვებს!
6. ტანზე მომდგარი ნაჭრის შრვალი და სვიტერი
სექსუალური, თავისუფალი და ყოველთვის ტრენდული!
7. ჩაიცვით ის, რაც გსურთ
რაც არ უნდა გირჩიოთ, გახსოვდეთ, ყველა გზა მაინც თქვენს გემოვნებასა და სურვილებამდე მიდის! თქვენ ყველაზე უკეთ იცით რა გიხდებათ, რაში გრძნობთ თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად! სანამ იმაზე იფიქრებთ, რა მოსწონს მამაკაცს, უპირველესად საკუთარ თავს მოუსმინეთ, მოწესრიგდით და გალამაზდით საკუთარი თავისთვის, იყავით თავდაჯერებული და დაარწმუნეთ სხვებიც თქვენს განუმეორებლობაში!
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, სად რა ჩავიცვა, მოდა, ტანსაცმელი, ქალი, მამაკაცები, ელეგანტურობა, ქალები, ჩაცმულობა
allwomenstalk.com