LIFE

როგორ დავივიწყოთ ადამიანი, რომელმაც გული გვატკინა? - 3 იდეალური რჩევა

როგორ დავივიწყოთ ადამიანი, რომელმაც გული გვატკინა? - 3 იდეალური რჩევა

1. მოიშორეთ მათი ფოტოები

როგორ დავივიწყოთ ადამიანი, რომელმაც გული გვატკინა? - 3 იდეალური რჩევა

ჩამოუარეთ სოციალური ქსელებს და წაშალეთ მისი ან საერთო სურათები. გადახედეთ ფოტოებს ტელეფონში იგივე გაიმეორეთ. თუ გსურთ, რომ მოგონებები მომავლისთვის გადაინახოთ, ჩამოწერეთ ფოტოები თქვენს კომპიუტერში და დამალეთ იმ საქაღალდეში, რომელზეც მარტივად ვერ შეძლებთ წვდომას. საქმე იმაშია, რომ მასი სურათები თვალშისაცემი არ უნდა იყოს. თქვენ არ გსურთ მისი ფოტოები თქვენს სოციალურ მედიაში, მოგონებებში გამოჩნდეს და არ გსურთ შემთხვევით შეხვდეთ მათ. თქვენ ყოველდღიური ცხოვრებიდან უნდა წაშალოთ მისი სახე.

2. წაშალეთ ისინი სოციალური ქსელიდან

როგორ დავივიწყოთ ადამიანი, რომელმაც გული გვატკინა? - 3 იდეალური რჩევა

დაბლოკეთ ისინი, დამალეთ ან იპოვეთ სხვა გზა, რათა მოულოდნელად არ გადაეყაროთ მის ანგარიშს. დარწმუნდით, რომ ეს გააკეთეთ თითოეულ სოციალურ მედიის პლატფორმაზე - Instagram, Facebook, Tiktok, Snapchat, Twitter. ნუ დატოვებთ მათ რაიმე საკომუნიკაციო არხს, არ მისცეთ საკუთარ თავს შესაძლებლობა, თვალი დაინახოთ ის, როდესაც მოწყენილი ხართ ან თავს მარტოდ გრძნობთ. ასევე, უნდა წაშალოთ მისი ნომერი თქვენი ტელეფონიდან. წაართვით საკუთარ თავს მასთან დაკავშირების შესაძლებლობა. თუ გამოგივა, რომ მას თვალი აარიდო, უფრო ადვილი იქნება მისი გონებიდა წაშლა.

3. გადამალეთ, გადაყარეთ ან გააჩუქეთ მისი საჩუქრები

როგორ დავივიწყოთ ადამიანი, რომელმაც გული გვატკინა? - 3 იდეალური რჩევა

ყველაფერი, რაც მისგან დაგრჩათ. შეწყვიტეთ ყელსაბამის ტარება, ტელეფონის ჩასადების გამოყენება.... შეწყვიტეთ ნებისმიერი იმ ნივთის ტარება, რომლებიც შეგახსენებთ იმ სრულყოფილ დღეებს, როდესაც ერთად იყავით. თქვენ შეგიძლიათ გაჩუქოთ ეს ნივთები, გადააგდოთ ნაგავში, ან განათავსოთ სამალავში, რათა მომავალში შეძლოთ მათი გადახედვა. უბრალოდ გააქრეთ ისინი მხედველობიდან და სულ მალე, მისი გახსენება უფრო და უფრო რთული გახდება.



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>