4 გზა თუ როგორ უპასუხოთ რთულ შეკითხვებს, რომლებსაც გასაუბრებაზე აუცილებლად მოისმენთ
- 24.10.2020
მათ უმეტესობას, ვინც სამუშაოს ეძებს, არ მოსწონს ფრაზა “დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით!“, რადგან ეს ძირითადად აღიქმება, როგორც ”შენ არ ხარ ჩვენთვის შესაფერისი კანდიდატი”. ამიტომაც, ყოველ ჯერზე გასაუბრების შემდეგ, ჩვენ ვერ ვხვდებით, ზუსტად რა არ მოსწონთ დამსაქმებლებს ჩვენში - უბრალოდ გამოცდილება გვაკლია თუ ჩვენი უნარები სრულად ვერ წარმოვაჩინეთ? ან იქნებ ასე გულწრფელად არ უნდა გვესაუბრა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ?
რა არის თქვენი სისუსტე?
ნუ იხუმრებთ ამ შეკითხვაზე, ამის ნაცვლად გულწრფელად აღიარეთ თქვენი სუსტი მხარეები. თქვენს შესაფასებლად ყველაზე წარმატებული რამ ის იქნება, თუ დაანახებთ დამსაქმებლებს, როგორ გადააკეთეთ სისუსტეები უპირატესობად.
მაგალითად, ერთი წლის წინ თქვენი ინგლისური ენის ცოდნა საკმაოდ ცუდად იყო, მაგრამ თქვენ გაიარეთ ენის კურსები და ახლა თავისუფლად შეგიძლიათ ისაუბროთ ინგლისურად. არ არსებობს სრულყოფილი ადამიანი და რეკრუტერი აფასებს თქვენს პრაქტიკულ მიდგომას: აღიარეთ თქვენი არასრულყოფილება და იმუშავეთ მათ გამოსასწორებლად.
როგორ აღგწერენ თქვენი კოლეგები?
შესაძლოა ადამიანს მოუნდეს რაიმე სარკასტული თქვას ან შეაქოს საკუთარი თავი ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას - მაგრამ შეეცადეთ ეს არ გააკეთოთ. რეკრუტერის მიზანია გაარკვიოს, შეუძლია თუ არა კანდიდატს რაციონალურად შეაფასოს საკუთარი თავი.
თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ კითხვას დაახლოებით შემდეგნაირად: ”მე ვფიქრობ, რომ ხალხი ყველაზე მეტად აფასებს ჩემში...” და ჩამოთვალეთ თქვენი ძლიერი მხარეები. ყოველთვის მზად ხართ დასახმარებლად, როდესაც კოლეგებს არ შეუძლიათ რაღაცის გაკეთება? შესანიშნავია, ილაპარაკეთ ამაზე. ეს კიდევ ერთი შანსია, რომ დამსაქმებლებს, საკუთარი დადებითი თვისებები შესთავაზოთ.
რომელი ხილი იქნებოდით?
ამ აბსტრაქტული კითხვების მიზანია, პოტენციურ დამსაქმებელს დაანახოს რეალურ დროში კანდიდატის რეაგირების უნარები. დაიბნევიან, დასვამენ კითხვას ან იტყვიან, რომ კითხვა არ ესმით? ამ ყველაფერმა შეიძლება აჩვენოს რეკრუტერს, თუ როგორ მოიქცევა თანამშრომელი მოულოდნელ სიტუაციებში.
ამ კითხვაზე სწორი პასუხი არ არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა აირჩევ ფორთოხალს ან ვაშლს (თუმცა, თუ რომელიმე ეგზოტიკურ ხილს დაასახელებთ, შესაძლოა რეკრუტერმა დააფასოს თქვენი არასტანდარტული აზროვნება). მთავარია ნერვიულობა არ დაიწყოთ, მაგრამ მშვიდად, ღიმილით უპასუხოთ და აუხსნათ თქვენი პასუხი.
აღწერეთ საკუთარი თავი ერთი სიტყვით
საკუთარი თავის აღსაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ზედსართავი სახელი, ასევე არსებითი სახელი. არ აირჩიოთ ისინი შემთხვევით, არამედ აირჩიეთ ისინი თქვენი მომავალი მდგომარეობიდან გამომდინარე.
აპირებთ განყოფილების უფროსის თანამდებობას? თუ კი, მაშინ უპასუხე: „ლიდერი“. ასევე არსებობს უნივერსალური პასუხები, როგორიცაა "რეალისტი" ან "ექსტრავერტი".
გისურვებთ წარმატებებს!
თემები: სამსახური, ფსიქოლოგია, ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, გასაუბრება
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>