მოდა სინათლის სიჩქარით იცვლება და ადამიანების უმეტესობა მას უბრალოდ ვერ ეწევა. თუ გაქვთ საყვარელი სამოსი, რომელიც აღარ არის მოდური, შეიძლება ახლებურად მოირგოთ და ყველაზე ტრენდული ლუქი შექმნათ.

მოკლე თხელი ქურთუკები

მოკლე და თხელი ქურთუკები ძალიან მოძველებულია, თუ მას დანიშნულებისამებრ მოირგებთ. მაგრამ მაინც მოდურად გამოიყურება, თუ ჟაკეტის კონცეფციას მიანიჭებთ. შეგიძლიათ ზამთარში მოკლე და თხელი ქურთუკი პალტოს ქვეშ ჩაიცვათ და ძალიან მოდური ლუქი შექმნათ.

მოძველებული კაბები

ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს მოძველებული კაბები გარდერობში, იმ იმედით, რომ ისინი კვლავ პოპულარული გახდება. მაგრამ ახლა უკვე შეგიძლიათ მათზე დიდი ზომის სვიტერი ან დიდი ზომის ჟაკეტი მოიცვათ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ლუქი, რომელიც ძალიან უხდება საშუალო სიგრძის კაბებს.

პანდორას სამაჯურები

რამდენიმე წლის წინ, პანდორას სამაჯურები ძალიან პოპულარული იყო. თითქმის ყველა ტრენდულ გოგონას ჰქონდა ასეთი სამაჯური. მაგრამ რატომღაც, ბოლო პერიოდში ყველამ დაივიწყა მათი არსებობა. თითოეული ჩარმი ძვირფასი მოგონების სიმბოლოა, ამიტომ ძნელია მათ გამოემშვიდობო. თუმცა გამოსავალი არსებობს: გადაიტანეთ ჩარმი ყელსაბამზე და ისევ ყველაზე მოდური სამკაულის მფლობელი იქნებით.

ვიწრო ჯინსი

ჯინსის ყველაზე პოპულარული მოდელი ტრენდული აღარ არის. მაგრამ ბევრი ადამიანი მაინც ინახავს მათ და შესაძლოა რამდენიმე მოდელიც კი ჰქონდეს. შეუხამეთ მომდგარ ჯინსებს დიდი ზომის ტანსაცმელი და თქვენი დავიწყებული შარვალი, კვლავ ძალიან ტრენდული გახდება.

მოკლე ლაბადა

ახლა ლაბადებსაც თავისი ტრენდი აქვთ და ყველაზე პოპულარული სიგრძე მიდისა და მაქსის ნაზავია - ის, რომელიც წვივის შუამდე აღწევს. ამიტომ მოკლე ლაბადები საერთოდ არ არის პოპულარული. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ფავორიტი ლაბადა გრძელ კაბებზე მოირგოთ და ვიზუალურად (დღევანდელი სტანდარტებით) ლაბადა „დააგრძელოთ“.