ვენერა სასწორის ნიშანში 27 ოქტომბერს შევიდა და იქ 21 ნოემბრამდე დარჩება. ეს დიდი ტრანზიტია, თანაც არ დაივიწყოთ მარსი, ომის პლანეტა, რომელიც ვენერას დაუპირისპირდება. ჩვენ ვგრძნობთ, რომ მარსის წყალობით, ცეცხლი ანთებულია. ეს შეიძლება შესანიშნავი ამბავი იყოს რომანტიკული ურთიერთობებისთვის, რადგან ამ დროს ჩვენი მიზნები და მისწრაფებები უფრო ამბიციური გახდება.

ვერძი

ამ ტრანზიტის დროს მეტი ყურადღება გაამახვილეთ ურთიერთობებზე. თქვენ გაიხსენებთ წარსულს და იქნებით ნოსტალგიური. მორიელების სეზონი საშუალებას მოგცემთ მიატოვოთ უსიამოვნო წარსული, წინ წახვიდეთ და გაძლიერდეთ.

კურო

ვერძის მსგავსად, ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც გაიხსენებთ წარსულ ურთიერთობებს, მაგრამ სწორად გაანალიზებთ დაშვებულ შეცდომებს და დღევანდელ ურთიერთობებს გაამარტივებთ. ვენერას გავლენა საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ საქმიანი პარტნიორი ან სამსახური. ამ პერიოდში ძალიან მოტივირებულები იქნებით.

ტყუპები

მოემზადეთ გარკვეული მღელვარებისთვის, რადგან ვენერა თქვენს ნიშანს დადებით ასპექტს გააძლიერებს და სხვებისთვის უფრო მიმზიდველი გახდებით. რა თქმა უნდა, თქვენი ქარიზმა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მშვიდობიანი გარემო და დაიწყოთ ახალი რომანტიკული ურთიერთობა.

კირჩხიბი

თქვენ უფრო მეტად იქნებით კონცენტრირებული თქვენი გარემოს გალამაზებაზე, წვრილმანი ხელნაკეთობებისა და საჭირო ნივთების შეძენაზე. გამოიყენეთ ეს ტრანზიტი მედიტაციისთვის და გახსოვდეთ, რომ ახალა შესვენების დროა.

ლომი

არ ისაუბრებოთ ისე, რომ სხვების შეურაცხყოფა გამოიწვიოთ, რადგან მერკური, რომელიც ცეცხლოვან მარსს ეწინააღმდეგება, თქვენს იმპულსურ მხარეს გააძლიერებს. თუმცა ვენერას წყალობით, წარმატებით შეძლებთ კონფლიქტების გადაჭრას.

ქალწული

ამ ტრანზიტის დროს, მეტი ყურადღება უნდა გამახვილოთ საკუთარ თავზე. ვენერა შეგახსენებთ, რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული. მაგრამ მარსის ამ წინააღმდეგობის პირობებში, ყველაფერი შეიძლება სირთულე გახდეს. არ მოუსმინოთ სხვებს, ენდეთ საკუთარ თავს და მიჰყევით პროცესებს.

სასწორი

თქვენს ნიშანში ვენერა წარმოუდგენელი ტრანზიტია. ყველა თვალი თქვენკენ იქნება მიმართული, რადგან თქვენ დადებითი ვიბრაციითა და ენერგია შეუმჩნეველი არავის დაეჩება. თქვენ იქნებით ძალიან აღელვებული, თუმცა თანდაყოლილი დიპლომატიის წყალობით, შესანიშნავად დააბალანსებთ მოჭარბებულ ემოციებს.

მორიელი

კარგი ტრანზიტია იმისთვის, რომ ახალ რეჟიმზე გადაერთოთ. თქვენ დაგჭირდებათ ისეთი ადგილზე განმარტოვება, სადაც იდეალურად დაისვენებთ, რადგან ამ პერიოდში, ძალიან დიდ ენერგიას და ყურადღებას დაუთმობთ სამუშაო პროექტებს.

მშვილდოსანი

კარგი დროა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად. თუმცა ასევე მოსალოდნელია დრამა და იმ ხალხითან კომუნიკაცია, ვინც დიდი ხანია დაივიწყდეთ. გახსოვდეთ, რომ მშვიდობის შენარჩუნება აუცილებელია და შეეწყინააღმდეგეთ მარსის ცეცხლოვან ენერგიას.

თხის რქა

ვენერა ეს ტრანზიტი თხის რქის წარმომადგენლებს შთააგონებს და გააბრწყინებს. თქვენ შეგიძლიათ შთაბეჭდილება მოახდინოთ უფროსებზე, გქონდეთ უკეთესი ურთიერთობა კოლეგებთან და დამსაქმებლებთან, ან წარმატებას მიაღწიოთ სწავლაში. გამოიყენეთ ეს ტრანზიტი თქვენი მიზნებისა და ამბიციების შესაბამისად.

მერწყული

ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც დამსახურებულ სიყვარულს მიიღებთ. მარსის წინააღმდეგობა ხელს შეუწყობს თქვენს მოძრაობას და ნათლად დაინახავთ, რა გზით გინდათ გზის გაგრძელება. რადგან ფიზიკური მოგზაურობა ძალიან შეზღუდულია, განიზრახავთ საკუთარი გონების ყველაზე შორეული ნაწილები დაათვალიეროთ.

თევზები

ამ დროს თქვენთვის მთავარი თემა იქნება განკურნება და შინაგანი ზრდა. ვენერას ეს ტრანზიტი დაგეხმარებათ გადალახოთ დაბრკოლებები და მიიღოღ გადაწყვეტილებები. ამ პერიოდში დასრულდება ის ნეგატიური ენერგია, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის ან თუნდაც წლის განმავლობაში უმკლავდებით.