ჯანმრთელობა

ყველაფერი, რაც ემოციურ დაღლილობაზე უნდა იცოდეთ - როგორ ამოვიცნოთ თანამედროვე სამყაროს დაავადება?

ყველაფერი, რაც ემოციურ დაღლილობაზე უნდა იცოდეთ - როგორ ამოვიცნოთ თანამედროვე სამყაროს დაავადება?

რა არის ემოციური დაღლილობა?

ემოციური დაღლილობა არის მდგომარეობა, როდესაც პირადი ან სამუშაო ცხოვრებიდან დაგროვილი სტრესის, ან ორივეს კომბინაციის შედეგად, ადამიანი უბრალოდ გადაწვის პირას მიდის. ადამიანები, რომლებიც ემოციურ დაღლილობას განიცდიან, ხშირად გრძნობენ, რომ მათ არ აქვთ ძალა აკონტროლონ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები. ისინი გრძნობენ, რომ მოცემულ მდგომარეობაში „ჩარჩნენ“, „გაიჭედნენ“ და წინ ვერ მიდიან. 

ყველაფერი, რაც ემოციურ დაღლილობაზე უნდა იცოდეთ - როგორ ამოვიცნოთ თანამედროვე სამყაროს დაავადება?

ენერგიის ნაკლებობამ, ცუდმა ძილმა და მოტივაციის დაქვეითებამ შეიძლება გაართულოს ემოციური დაღლილობის დაძლევა. დროთა განმავლობაში, ამ ქრონიკულმა, სტრესულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება.

ნებისმიერი ადამიანი, ვინც განიცდის ხანგრძლივ სტრესს, შეიძლება ემოციურად გადაიღალოს და გადატვირთოს. რთულ პერიოდებში ემოციური დაღლილობა საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ.

რა სიმპტომები ახასიათებს ემოციურ დაღლილობას?

ყველაფერი, რაც ემოციურ დაღლილობაზე უნდა იცოდეთ - როგორ ამოვიცნოთ თანამედროვე სამყაროს დაავადება?

ემოციური დაღლილობის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც ემოციური, ისე ფიზიკური. ადამიანები განსხვავებულად განიცდიან ემოციურ დაღლილობას, მაგრამ ზოგადად სიმპტომები ასეთია:

მოტივაციის ნაკლებობა; ძილის პრობლემა; გაღიზიანება; ფიზიკური დაღლილობა; უიმედობის განცდა; არარსებობის შეგრძნება; აპათია; თავის ტკივილი; მადის შეცვლა; ნერვიულობა; კონცენტრაციის გაძნელება; ირაციონალური გაბრაზება; ცინიზმი ან პესიმიზმი; შიშის გრძნობა; დეპრესია....

რა იწვევს ემოციურ დაღლილობას?

სტრესის და შფოთვის მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ დროთა განმავლობაში ქრონიკულმა სტრესი აუცილებლად აისახება ჯანმრთელობაზე. ემოციური დაღლილობა გამოწვეულია მუდმივი სტრესით, იქნება ეს პირად თუ კარიერულ ცხოვრებასთან დაკავშირებული შფოთვითი მდგომარეობა.

არ არსებობს უნივერსალური მიზეზი, თუ რა იწვევს ემოციურ დაღლილობას. ის, რაც შეიძლება სტრესული იყოს ერთი ადამიანისთვის, სრულიად მართვადია მეორე ადამიანისთვის.

ემოციური დაღლილობის გავრცელებული გამომწვევი ფაქტორია:

ყველაფერი, რაც ემოციურ დაღლილობაზე უნდა იცოდეთ - როგორ ამოვიცნოთ თანამედროვე სამყაროს დაავადება?

ემოციურად დატვირთული პროფესიები: როგორიცაა ექთნები, ექიმები, პოლიციელები და პედაგოგები; დიდხანს მუშაობა ან თქვენთვის საძულველ სამსახურში მუშაობა; ბავშვის გაჩენა; ბავშვების აღზრდა; ფინანსური სტრესი ან სიღარიბე; საყვარელი ადამიანის დაკარგვა; ხანგრძლივი განქორწინების საქმის წარმოება; ოჯახის წევრის ან მეგობრის გარდაცვალება; ქრონიკული დაავადებით ან დაზიანებით ცხოვრება... 

დაიმახსოვრეთ: ემოციური დაღლილობა განკურნებადი მდგომარეობაა. მისი მკურნალობის საუკეთესო გზაა სტრესის ან სტრესული ფაქტორის აღმოფხვრა. თუ ემოციური დაღლილობა გამოწვეულია თქვენი სამსახურით, მაშინ დროა მის შეცვლაზე იფიქროთ.

ყველაფერი, რაც ემოციურ დაღლილობაზე უნდა იცოდეთ - როგორ ამოვიცნოთ თანამედროვე სამყაროს დაავადება?

თუ ვერ შეძლებთ სტრესის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრას, ისარგებლეთ ხელმისაწვდომი რესურსებით, რათა გაუმკლავდეთ მას. გაესაუბრეთ პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერს ან ფსიქიატრიულ პროფესიონალს სტრესისა და შფოთის მართვის გზების შესახებ.



<a href="https://www.healthline.com/">https://www.healthline.com/</a>