ჯანმრთელობა

საკეისრო კვეთის მატებამ შეიძლება, სრულიად შეცვალოს ადამიანების ევოლუცია

საკეისრო კვეთის მატებამ შეიძლება, სრულიად შეცვალოს ადამიანების ევოლუცია

მშობიარობისას საკეისრო კვეთის შემთხვევები დღესდღეობით საგრძნობლადაა გახშირებული: მაგალითად, აშშ-ში ყოველი მესამე ქალი სწორედ ამ მეთოდით მშობიარობს. მეცნიერების განცხადებით, ამ ტენდენციის მიზეზი უმეტესად ქალის ვიწრო მენჯია. თანაც აღმოჩნდა, რომ საკეისრო კვეთის შემთხვევების ზრდა სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანების ევოლუციაზე.

დიახ, ევოლუციას თანამედროვე საზოგადოებაც განიცდის

საკეისრო კვეთის მატებამ შეიძლება, სრულიად შეცვალოს ადამიანების ევოლუცია

სწორედ ამის შესახებ განაცხადა ვენის უნივერსიტეტის თეორიული ბიოლოგიის განყოფილების პროფესორმა ფილიპ მიტეროკერმა: საქმე ისაა, რომ საგრძნობლად გახშირებულმა საკეისრო კვეთებმა ახალდაბადებულისა და დედის მენჯის ზომებს შორის შეუსაბამობის მაჩვენებლის 10-20%-იანი ზრდა განაპირობა: ხშირად ახალშობილის თავი დედის მენჯზე დიდია, ადამიანის მენჯის ზომა კი, ნაყოფის ევოლუციის მიუხედავად, უცვლელი რჩება. 60-იან წლებში ასეთი შემთხვევების მაჩვენებელი 1000-დან 30 იყო, დღეს კი უკვე 36-ია.

დღესდღეობით ბავშვის გაჩენა ვიწრომენჯიან ქალებსაც შეუძლიათ

საკეისრო კვეთის მატებამ შეიძლება, სრულიად შეცვალოს ადამიანების ევოლუცია

პროფესორ მიტეროკერის განცხადებით, ზემოაღნიშნული დისპროპორცია ადრე დედების სიკვდილიანობის მიზეზი იყო, დღეს კი ექიმებმა გამოსავალი სწორედ საკეისრო კვეთაში იპოვეს. „ასეთი ვიწრო მენჯის მქონე ქალები მშობიარობის დროს 100 წლის წინათ იხოცებოდნენ, დღესდღეობით კი ცოცხლები რჩებიან და თავიანთ გენებს ქალიშვილებსაც გადასცემენ“.

მედიცინა, როგორც ევოლუციური ფაქტორი

საკეისრო კვეთის მატებამ შეიძლება, სრულიად შეცვალოს ადამიანების ევოლუცია

საინტერესოა, ადამიანის მენჯის სიგანე ნაყოფის ზომის პროპორციულად დროთა განმავლობაში რატომ არ იზრდება. ადამიანის ნაყოფის თავი, სხვა პრიმატებთან შედარებით, საგრძნობლად დიდია, სწორედ ამიტომ მშობიარობენ ცხოველები უფრო ადვილად. საკეისრო კვეთებმა კი მცირე ზომის ნაყოფის ტენდენცია შეაფერხა და ერთგვარად ევოლუციის ხელშემწყობიც კი აღმოჩნდა.

ბიოლოგიური და კულტურული ფაქტორები

საკეისრო კვეთის მატებამ შეიძლება, სრულიად შეცვალოს ადამიანების ევოლუცია

შემეცნებით ჟურნალ Smithsonian-ის თანამშრომელი, პალეანთროპოლოგი ბრაიანა პობინერი აცხადებს: „საკეისრო გაკვეთების ტენდენციის ზრდა უამრავმა ბიოლოგიურმა და კულტურულმა ფაქტორმა განაპირობა, რომლებიც განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება“.

გინეკოლოგები კი მშობიარობის ამ მეთოდის გახშირებას ჭარბწონიანობისა და დიაბეტის მაჩვენებლების ზრდას აბრალებენ. რეპროდუქციული ასაკის ქალებში სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით სიმსუქნის ან დიაბეტის შემთხვევებს, ამიტომაც ექიმებს სხვა გზა არ რჩებათ და საკეისრო კვეთის მეთოდს მიმართავენ.



<a href="http://www.hotmomsclub.com/g/the-rise-in-c-section-births-may-be-changing-human-evolution/">http://www.hotmomsclub.com</a>