ჯანმრთელობა

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

იქედან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ქალთა როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მკვეთრად გაიზარდა, მათ სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ სამზარეულოში დროის გასატარებლად, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ჯანსაღი კერძის მომზადებას ეხება, მაგრამ დაკავებულ ქალებსაც სჭირდებათ იკვებონ სწორად. შეიძლება, ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით რთულად განსახორციელებელი გეჩვენებათ, თუმცა TREND გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, თუ მოამზადოთ ჯანსაღი კერძი თქვენი საქმიანი და დაკავებული ცხოვრების მიუხედავად.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვიკვებოთ ჯანსაღად?

ჯანსაღი კერძის მომზადება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იზრუნეთ თქვენი ოჯახის ჯანმრთელობაზე. იკვებოთ სწორად, ეს დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში, დადებითი ენერგიის მიღებასა და კარგი განწყობის შექმნაში.

როგორ მოვამზადოთ კერძი სამზარეულოში დაუსრულებელად ტრიალის გარეშე?

დაგვერწმუნეთ, არსებობენ ქალები, რომლებიც წარმატებული კარიერისა და სამი შვილის დედობის მიუხედავად, კარგი დიასახლისებიც არიან. ასე რომ, ჯანსაღი კერძის მომზადება თქვენც შეგიძლიათ.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხრიკს, თუ როგორ შეიძლება დაკავებულმა ქალმა მოამზადოს კერძი, ისე, რომ მისი თავისუფალი დრო მთლიანად სამზარეულოში ყოფნას არ მოახმაროს.

1.დაიწყეთ დღე სწორად მომზადებული შვრიის ფაფით

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

დილას აუცილებელია, მიიღოთ მსუბუქი საკვები.

შვრია სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელი გულისთვის, ის გეხმარებათ დაასტაბილუროთ გლუკოზის შემცველობა ორგანიზმში და მთელი დღის განმავლობაში გქონდეთ კმაყოფილების განცდა.

შვრიის ფაფის სწორად მომზადებისთვის, საჭიროა თქვენს ულუფას დაამატოთ ერთი სუფრის კოვზი გოგრა ან არაქისის კარაქი, რაც დღის განმავლობაში ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის ცილით.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი ჯანსაღი საუზმრე, რომლის მომზადებაც დაკავებულ ქალებს მხოლოდ რამდენიმე წუთს წაართმევს, სწორედ ამიტომ იკავებს შვრიის ფაფა ჩვენი სიის პირველ ადგილს.

2. მიირთვით სრულყოფილად

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

იმისთვის რომ მოამზადოთ ნოყიერი კერძი, აუცილებელია გამოიყენოთ მარცვლეული, ამიტომ ნუ დაიზარებთ, ესტუმრეთ ადგილობრივ მაღაზიებს და შეიძინეთ ადგილობრივი წარმოების მარცვლეული. გარდა იმისა, რომ მოიმზადებთ ჯანსაღ კერძს, საქართველოში წარმოებულ ბიზნესსაც წაახალისებთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ მარცვლეულს გააჩნია მაღალი კვებითი ღირებულება და მათი გემოც შეუდარებელია.

არაფერი გაგრძნობინებთ თავს იმაზე უკეთ, როგორც ჯანსაღი ნატურალური საკვები. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე დღეში თქვენს სხეულსაც შეამჩნევთ სწორი კვების შედეგს.

3. უპირატესობა მიანიჭეთ მარტივად მოსამზადებელ კერძებს

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

რადგან ვთანხმდებით იმაზე, რომ არ გვსურს, ჩვენი თავისუფალი დროის სამზარეულოში გატარება, ამიტომ უმჯობესია მარტივი მეთოდებით ვიხემძღვანელოთ. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივაა ქოთანში მომზადებული საკვები, რაც საშუალებას მოგცემთ კერძი მეორე დღისთვსაც შევინახოთ.

ქოთანში მომზადებული, ყველაზე გავრცელებული კერძი, მზადდება ბოსტნეულითა და სანელებლებით, რომლებიც თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მაგალთად, როგორიცაა ლობიო ქოთანში. ბოსტნეული ისეთ ცილებს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში არა ერთი საჭირო ვიტამინით ამარაგებს.

მსგავსად მომზადებული კერძი დაუჯერებელ შედეგს მოგცემთ და ის ფაქტი, რომ დღეებს ფიტნეს ცენტრში არ ატარებთ ყველასთვის დაუჯერებელი და რთულად წარმოსადგეი იქნება.

4. სახლიდან გასვლამდე მოამზადეთ ლანჩი

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

როდესაც იცით, რომ სახლში, სამსახურის თუ სხვა მიზეზის გამო დიდი ხნით ვერ დაბრუნდებით, არ უნდა დაგავიწყდეთ სახლში მომზადებული ლანჩის თან წაღება, რადგან ჯანსაღი კვებისთვის აუცილებელი პირობაა არ მიირთვათ სწრაფი კვების ობიექტებში.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მარტივ გზას, თუ როგორ მოიმზადოთ რამდენიმე წუთში ნოყიერი ლანჩი. მოძებნეთ თქვენს სამზარეულოში მაწონი, საყვარელი ხილი, კარაქი, სალათის ფურცლები , მოხარშული კვერცხი და ეს ყველაფერი მოათავსეთ ტკბილი პურის ნაჭრებში და თუ ამას გახეხილ სტაფილოსაც დაუმატებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი ლანჩი დღისთვის საჭირო ენერგიით მოგამარაგებთ.

5. მოამზადეთ და შეინახეთ

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

შეიძლება ჩვენი მთელი კვირის ცხრილი ისეთი გადატვირთულიც იყოს, რომ რამდენიმე წუთითაც ვერ მოვასწროთ სამზარეულოში შეხედვა, თუმცა ამისთვისაც არსებობს გამოსავალი, მოვამზადოთ რამდენიმე მარტივი კერძი და შევინახოთ შემდეგი დღეებისთვის.

რამდენიმე განსხვავებული კერძის მომზადებისთვის შემწვარი ქათამიც საკმარისია. ეს ყველაფერი, შეიძლება, რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ შემწვარი ხორცის სხვადასხვა კონტეინერში განთავსება და გემოვნების მიხედვით ბოსტნეულის, მარცვლეულისა თუ თქვენთვის საყვარელი ინგრედიენტების დამატება და მაცივარში შენახვა, საქმეს წინ წაგიგდებთ და შემდეგი დღეებისთვის კერძიც მზად გექნებათ.

კერძის წინასწარ მომზადება, დაგეხმარებათ, არა მხოლოდ სწორად იკვებოთ, არამედ დატვირთული დღის მსუბუქადაც გაატაროთ.

6. დაგეგმეთ საყიდლებზე სიარული

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ სასურსათო მაღაზიაში შესვლისას აღმოჩნდებით ჯანსაღი პროდუქციის განყოფილებაში. ამისთვის საჭიროა გაუძლოთ ცდუნებას, არაერთ კბილეულით სავსე დახლს ჩაუაროთ და მიაგნოთ ნატურალურ პროდუქციას. ფოკუსირდით ბოსტნეულზე, ხილზე და მარცვლეულზე. გახსოვდეთ, რომ ეს ძალისხმევა საბოლოოდ თქვენი ჯანმრთელი სხეულისთვისაა საჭირო.

გვერწმუნეთ, მოხარული დარჩებით სწორი არჩვანის გააკეთებით, როდესაც ტანზე თამამად მოირგებთ ტანზე მომდგარ ჯინსს.

7. აქციეთ თქვენი კვება მხიარულებად

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

მოდი ვაღიაროთ, რომ განწყობა ყველა საქმეში მნიშვნელოვანია და ამ კუთხით არც საკვების მომზადებაა გამონაკლისი. თუ ჩვენი კერძი მხოლოდ სალათის ფურცლებისა და პომიდორისგან შედგება, რა თქმა უნდა, ეს მოსაწყენია, მაგრამ თუ ამ ყველაფერს ცოტა ნუშს, წიწაკას ან რამდენიმე სახის სხვა ჯანსაღ პროდუქტსაც დავუმატებთ, იმის განცდაც კი გაგვიჩნდება, რომ ხელოვნების ნიმუში შევქმენით.

აქციოთ კვება მხიარულებად, დაგეხმარებათ, დაემშვიდობოთ არასასურველ კილოგრამებს ისე, არ გაგიჩნდეთ გაცდა იმისა, რომ საკუთარ თავს რამე აუკრძალეთ.

8. დაამატეთ ხილი ან ბოსტნეული თქვენი კვების რაციონს

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

ალბათ გსმენიათ, რომ აუცილებელია დღეში ცხრა განსხვავებული პროდუქტით კვება. ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივად ჟღერს, ვიდრე ამ ყველაფრის რეალობად ქცევაა. სწორედ ამიტომ, გეტყვით, რომ მინიმუმ ერთი ხილისა ან ბოსქნეული დამატება თქვენი ჯვების რაციონში, საუკეთესო შედეგს მოგცემთ.

სცადეთ საუზმეზე მიირთვათ ხილი, ხოლო ბოსტნეული ლანჩსა და ვახშამზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინება, დაგეხმარებათ, მინიმალურ დროში მიიღოთ ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინები.

9. მიირთვით დიეტური ნახშირწყლები

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

ბევრს ჰგონია, რომ დიეტური ნახშირწყლები საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ფაქტობრივად, ნახშირწყლები თქვენი სხეულისთვის საჭირო ენერგიის ძირითადი წყაროა, თუმცა ისიც უნდა გვაითვალისწინოთ, რომ ისინი, სასურველია დიდი სიფრთიხლით აარჩიოთ, რადგან ყველა ტიპის ნახშირწყლის მიღება საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

მთავარია, სწორი არჩევანი გააკეთოთ. მივიღოთ ნახშირწყლები, რომლებიც გვხდება ყავისფერ ბრინჯში, შვრიაში, პოპკორნში, ხორბლის პურსა და ნებისმიერი სახის მარცვლეულში.

ეცადეთ რაციონიდან ამოიღოთ ისეთი სახის ნახშირწყლები, რომლებსაც ცომეული და მაკარონი შეიცავს.

10. მოერიდეთ გაზიან სასმელებს

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

რა თქმა უნდა, ვერ უარვყოფთ, რომ გაზიანი სასმელის გემო შეუდარებელია და ერთხელ დაგემოვნების შემდეგ ძნელია მასზე უარი თქვა, მაგრამ თუ დაფიქრდებით რამდენ შაქარს შეიცავს ერთი ჭიქაც კი, მაშინ საქმე ნამდვილად გაგიმარტივდებათ.

შაქარი დიდი რაოდენობით კალორიას შეიცავს და მისი მინიმალური დოზის მიღებაც კი ჩვენს წონაზე აისახება. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი ტკბილის მიღება ინსულინის მიმართ რეზისტენტობას ამცირებს, რის შედეგადაც სისხლში შაქრის შემცველობა ვეღარ რეგულირდება და ხშირად ამ ყველაფერს დიაბეტამდე მივყავართ.

სწორი ნაბიჯი იქნება, თუ გაზიან სასმელს უშაქრო ჩაით ან უბრალოდ წყლით ჩავანაცვლებთ.

11. დაგეგმეთ რაციონი

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

არაფერი გვიბიძგებს ისე, მივირთვათ სწრაფი კვების ობიექტებში, როგორც დაუგეგმავი დღის რაციონი.

ეს ყველაფერი, რომ თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია კვირის დასაწყისში, გამოვნახოთ ხუთი წუთი და დავგეგმოთ, თუ რის მირთმევას ვაპირებთ საუზმეზე, ლანჩსა და ვახშამზე. ამის შემდეგ შეადგინეთ სასურსათო სია, რომელშიც ჩამოწერთ ყველა იმ ინგრედიენტს, რაც კვირის განმავლობაში ჯანსაღი კვებისთვის დაგჭირდებათ.

დაგეგმოთ რაციონი, იგივეა რაც უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას არ დაგვავიწყდეს რუკის შეძენა. შედგენილი მენიუ დაგეხმარებათ გაატაროთ კვირა ისე, რომ არ დაარღვიოთ ჯანსაღი კვების რაციონი.

12. არ გამოტოვოთ კვება

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

ალბათ, თქვენც ისევე, როგორც ყველა დაკავებულ ადამიანს, ერთხელ მაინც დაგვიწყებიათ დღის განმავლობაში საკვების მიღება და მხოლოდ სახლში მისულს გაგხსენებიათ ამის შესახებ. ამას ხშირად არაჯანსაღი პროდუქციით კვება განაპირობებს.

ამის გამოსასწორებლად, აუცილებელია, მიიღოთ საკვები, ყოველ სამ-ოთხ საათში, რათა გაიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლა და დაირეგულიროთ შიმშილის შეგრძნება.

13. მიიღეთ საკმარისი რაოდენობის ცილა

ჯანსაღი კვების მარტივი მეთოდები საქმიანი ქალებისთვის

საკმაოდ ბევრი ქალი ფირობს და მიიჩნევს, რომ რაც უფრო ნაკლებ ცილას მიიღებს, მით უფრო ჯანსარი იქნება მისი კვების რაციონი. ისინი ცდებიან!

ცილა თქვენი სხეულის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ამიტომ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ დღის განმავლობაში ცილების საჭირო რაოდენობას იღებთ. ჯანმრთელ თმაზე, კანსა და ფრჩხილებზე სწორედ ცილებია პასუხისმგებელი, ასე რომ კარგად დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტთ, რაციონიდან ცილების საბოლოოდ ამოღებას.

ამ ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა ვიცოდეთ, თუ რომელი პროდუქტით შევძლებთ საჭირო ცილების მიღებას. ქათმის ხორცი, კვერცხი, ნიგოზი, თევზი და უცხიმო რძის პროდუქცია აუცილებელია იყოს თქვენს კვების რაციონში, რადგან ამ პროდუქტიდან მიღებული ცილები თქვენი ჯანსარი ცხოვრების წესისთვის მნიშვნელოვანია.

თუ თქვენ გაითვალისწინებთ ზემოთ ხსენებულ რჩევებს, გვერწმუნეთ, რომ თქვენი სხეული სასურველ ფორმაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ჩადგება და ამ ყველაფერთან ერთად ჯანმრთელობაც გარანტირებულია, რომელსაც თავად შეამჩნევთ საკუთარ თავს სხვადასხვა დეტალში.

მიჰყევით ჩვენს რჩევებს, იყავით წარმატებულები, საქმიანები და რაც მთავარია, გარდერობიდან თამამად მოირგეთ სასურველი სამოსი.



allwomenstalk.com