ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ საკუთარი ემოციები? – 3 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თავს დაუცველად გრძნობთ

როგორ ამოვიცნოთ საკუთარი ემოციები? – 3 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თავს დაუცველად გრძნობთ

თქვენ ზედმეტად პოზიტიური ხართ

როგორ ამოვიცნოთ საკუთარი ემოციები? – 3 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თავს დაუცველად გრძნობთ

მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურობა შესანიშნავი თვისებაა, ზოგჯერ ადამიანები თავიანთ ემოციებს ღიმილის მიღმა მალავენ. პოზიტიურ ხასიათს, ყურადღების გადასატანადაც იყენებენ. მაგალითად, თუ ადამიანი გულწრფელად საუბრობს მიმდინარე პრობლემებზე, მაშინ ის თავდაჯერებულია და თქვენთან, თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ხოლო თუ ყურადღებას მხოლოდ პოზიტიურ მოვლენებზე ამახვილებს, თითქოს პრობლემები არც არსებობს, მაშინ ის თავის დაცვას ცდილობს.

იგივეა საკუთარი თავის შემთხვევაშიც - თუ არ გიჭირთ პრობლემის იდენტიფიკაცია, აღიარება და გადაჭრის გზების ძიება, მაშინ თქვენ არ გჭირდებათ გამოგონილი პოზიტიური დამოკიდებულება, ცხოვრებისეული სირთულეების გადასალახად.

თქვენ პერფექციონისტი ხართ

როგორ ამოვიცნოთ საკუთარი ემოციები? – 3 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თავს დაუცველად გრძნობთ

პერფექციონიზმი, შესაძლებელია დაბალი თვითშეფასების შედეგი იყოს. ადამიანი, რომელიც არასდროს გრძნობს კმაყოფილებას საკუთარი თავით, ვერ დაკმაყოფილდება მიღებული შედეგებით, ამიტომ, უბრალოდ ეცდება, ყველას იდეალური შედეგი უჩვენოს.

მაგალითად, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი აუცილებლად იგრძნობს შფოთვას სტუმრების მოსვლის წინ და იფიქრებს, რომ ოთახი დასალაგებელია. (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოთახი სუფთა და მოწესრიგებულია). ამიტომ, 30 წუთის დასუფთავების ნაცვლად, ეს საათებს დაუთმობს ოთახის დალაგებას, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი ბრწყინავს.

შეგიმჩნევიათ მსგავსი ტიპის პერფექციონიზმი საკუთარ თავში?

თქვენ გიჭირთ „არას“ თქმა

როგორ ამოვიცნოთ საკუთარი ემოციები? – 3 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თავს დაუცველად გრძნობთ

ამ ტიპის ადამიანს არ შეუძლია უარი უთხრას მეგობარს, რომელიც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ბავშვების დატოვებას სთავაზობს. ძალიან კარგია, როდესაც სხვების დახმარებაზე ფიქრობთ, მაგრამ თუ ეს თქვენს ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს, დროა გაჩერდეთ.

ყოველთვის, როცა სხვის საჭიროებებს საკუთარ სურვილებზე მაღლა აყენებთ, გონება ფიქრობს, რომ რაც გსურთ, უმნიშვნელოა. წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა თქვენი ცხოვრება, თუ შეწყვეტდით ყველა მხოლოდ სხვებზე ზრუნვასა და ფიქრს. არა მხოლოდ ხალხი დაიწყებს თქვენი პიროვნებისა და ცხოვრების პატივისცემას, არამედ თვითშეფასებაც აგიმაღლდებათ. გარდა ამისა, იფიქრეთ ყველა იმ თავისუფალ დროზე, რომელსაც სხვების პრობლემების მოგვარების ნაცვლად, საკუთარ თავს დაუთმობთ.

დაიმახსოვრეთ, რომ ცხოვრებაში პრიორიტეტი საკუთარი თავია, ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს არ დაეხმაროთ და სიკეთე არ გააკეთოთ. უბრალოდ, აღიარეთ, მართლა აფასებენ ადამიანები თქვენს თავდადებას? შეუძლიათ კი მათ თქვენი თანადგომა? იქნებ, ეს მსხვერპლშეწირვა მხოლოდ ცალმხრივია? ისწავლეთ, როგორ უთხრათ „არა“ სხვას და როგორ დასთანხმდეთ საკუთარ თავს.