ცხოვრება არის დიდი და პატარა მომენტების ერთობლიობა. რადგან დედამიწაზე მხოლოდ შეზღუდული დროით ვართ მოსულები, მისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ.
1. დაეხმარეთ სხვა ადამიანებს
სხვების დახმარება ერთდროულად სარგებელს მოუტანს მათ და თქვენ. გახსოვდეთ, რომ თუკი მოინდომებთ, უამრავი ადამიანის დახმარება შეგიძლიათ. იქნება ეს ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არსებული გაჭირვებული ადამიანი, თუ მეგობარი, რომელიც ცხოვრებისეული გამოწვევების ან დეპრესიის გადალახვას ცდილობს.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა სცადოთ სხვისი პრობლემის მოგვარება და საკუთარ თავზე აიღოთ მთელი მსოფლიოს პრობლემები. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა რამ, რაც სამყაროს უკეთეს ადგილად გადააქცევთ. შედეგად კი, თქვენც გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს.
2. აღიარეთ თქვენი შეცდომები
ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საკუთარი შეცდომების აღიარება და მათზე პასუხიმგებლობის აღებაა. ეს არასოდესაა ადვილი, რადგან სიამაყე და თვითშეგნება ხელს გვიშლის ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზებაში. თუმცა კიდევ უფრო რთულია არა მხოლოდ შეცდომების გაცნობიერება, არამედ მათ შესახებ სხვებისთვის საუბარი.
თუ შეცდომა დაუშვით, რაც სხვა ადამიანზე ნეგატიურად აისახა, ბოდიში უნდა მოუხადოთ. იმის ცოდნა, რომ თქვენ დაუშვით შეცდომა, აღიარეთ და პატიება ითხოვეთ, გზის გაგრძელებაში დაგეხმარებათ. იგივე ითქმის იმ შეცდომებზე, რომლებიც მხოლოდ თქვენ დაგაზიანათ - აღიარეთ, აიღეთ პასუხისმგებლობა და გააგრძელეთ ცხოვრება.
3. გამოხატეთ თქვენი მადლიერება
სხვებისთვის იმის თქმა, თუ რას ვგრძნობთ, არასოდეს არის ადვილი, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ და გამოხატოთ თქვენი მადლიერება. გადაუხადეთ მადლობა მათ, ვინც გიყვართ და ვინც თქვენს გვერდითაა. სინამდვილეში ამას ძალიან ცოტა დრო სჭირდება და გაცილებით გაადვილდება, რაც უფრო ხშირად გააკეთებთ.
გადაიხადეთ მადლობა მაშინ, როდესაც ადამიანი თუნდაც საკმაოდ პატარა რამეს აკეთებს თქვენთვის. თითოეული კარგი საქმის მცირედი დაფასება, დაგეხმარებათ გააანალიზოთ სხვა ადამიანების უპირობო მხარდაჭერა და სიყვარული. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არასოდეს არ ხართ.
თემები: ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, დაბრკოლებების გადალახვა, რჩევები