რა არის ტოქსიკური პოზიტიურობა და რატომ არის ცუდი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის
- 18.01.2021
ცხოვრების პოზიტიური ხედვა ის თვისებაა, რაც დაგეხმარებათ მძიმე პერიოდების გადალახვაში. ამასთან, პოზიტიურობა შეიძლება ტოქსიკურიც კი იყოს, თუ ის გულწრფელი არ არის და სინამდვილეში, რეალურ ემოციებს თრგუნავს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობას.
1. სოციალური მედია პრობლემის ერთ-ერთი მთავარი წყაროა
სოციალურ ქსელში ყველა ადამიანის ცხოვრება სრულყოფილია. თუმცა ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ მათი პრობლემებს, ბრძოლებისა და რთული სიტუაციებს. ის, რასაც სოციალურ მედიაში ვხედავთ, შეიძლება შორს იყოს რეალური ცხოვრებისგან. როდესაც თავს ცუდად ვგრძნობთ, ეკრანზე კი რომელიმე „იდეალური“ ადამიანის სამოტივაციო პოზიტიურ შეგონებას ვხვდებით, მაგალითად: "მხოლოდ პოზიტიური ვიბრაცია!" ან "არ ინერვიულო, იყავი ბედნიერი!", ხშირად კიდევ უფრო აზიანებს ჩვენს მენტალურ მდგომარეობას.
2. ემოციების დამალვა საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის
როდესაც მხოლოდ ბედნიერ ადამიანებს ვხედავთ, რომლებიც ყოველთვის კმაყოფილნი არიან თავიანთი ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, ვგრძნობთ ზეწოლას, რომ ჩვენი ცხოვრებაც ასეთივე „იდეალური“ უნდა იყოს. ამიტომ, ვირგებთ ნიღაბს და ვცდილობთ სხვებს დავანახოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავად მიდის და არანაირ სირთულეს არ განვიცდით.
თუ ამას არ გააკეთებთ, შეიძლება შეგრცხვეთ კიდეც, როდესაც თავს სიმშვიდის, წუხილის, წუწუნის ან გაჭირვების საშუალებას მისცემთ. თქვენ ათვალიერებთ ყველა პოზიტიურ ადამიანს, ხედავთ მათ „ძალაუფლებას“და ერთიანად შეიგრძნობთ, თუ როგორი სუსტი ხართ. ასე რომ, მალავთ საკუთარ ტკივილს და ცდილობთ, მათზე არ იფიქროთ.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მიდგომა ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუმჯობესებას მაგრამ სინამდვილეში, ეს მხოლოდ უარყოფად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ნამდვილი ემოციების დამალვა და პრობლემების უარყოფა, კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს შფოთვასა და დეპრესიას.
3. ტოქსიკური პოზიტიურობის წყარო შეიძლება საყვარელი ადამიანიც კი იყოს
ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სურთ დაგვეხმარონ და გაგამხნევონ, მაგრამ შეიძლება რთული იყოს სწორი სიტყვების პოვნა. ამიტომ მათ შეიძლება თქვან ის, რასაც სხვები ამბობენ, მაგალითად: ”უბრალოდ დარჩი პოზიტიური!” ან „უარესიც შეიძლება მომხდარიყო!“. ეს კი ტოქსიკური პოზიტიურობის კიდევ ერთი წყარო თქვენს ცხოვრებაში.
ამის ნაცვლად, ადამიანებს უნდათ, რომ მოისმინონ თანაგრძნობით სავსე სიტყვები ”ვხედავ, რომ მართლა სტრესში ხარ, რამე შემიძლია გავაკეთო?” ან "ვწუხვარ, რომ ამას განიცდი". მთავარი, ის კი არ არის, რომ სხვა ადამიანის ტკივილი შემცირდეს და მისი ემოციები გაქრეს, არამედ ის, რომ მათ გამოსცადონ ნეგატიური გრძნობები, გაიარონ რთული ეტაპი და ამ პროცესში, საყვარელი ადამიანის იმედი ჰქონდეთ.
თემები: ურთიერთობა, განშორება, მზრუნველობა, იმედგაცრუება, დაშორება, ტოქსიკური ადამიანი