თუ სუპერ ადამიანურ ძალებს არ ფლობთ, ალბათ გიჭირთ იმის განსაზღვრა, თუ რას ფიქრობს კონკრეტული პიროვნება თქვენზე. მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს უტყუარი ნიშნები, რომელიც დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ, დაინტერესებულია თუ არა ადამიანი თქვენი პიროვნებით.
1. ზედმეტად პირადული კითხვები
როდესაც თქვენი "არც ისე საიდუმლო" თაყვანისმცემელი დაიწყებს უფრო პირადული კითხვების დასმას, მაშინ ნამდვილად უნდა იფიქროთ, რომ მოსწონხართ. ეს კითხვები არ არის ჩვეულებრივი "გაცნობის" კითხვები. ეს არის კითხვები, რომლებიც ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ ვინ ხართ თქვენ. გარდა ამისა, თქვენმა თაყვანისმცემელმა შეიძლება კითხვებს ემოციური მიდრეკილება დაამატოს.
მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ გკითხოთ, სად მუშაობთ, ის იკითხავს, თუ მათ რა გიბიძგებთ იმის გაკეთებისა, რასაც აკეთებთ. ისინი დაგისვამენ კითხვებს, რომლებსაც არ ხართ შეჩვეული.
2. უცნაური ნერვიულობა
შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც ვინმე გაინტერესებთ, სწორი სიტყვების პოვნა გიძნელდებათ? მაშინაც კი, თუ ადამიანი თავდაჯერებულია, შესაძლებელია ამ შფოთს განიცდიდეს.
უჩვეულო ნერვიულობა, საუბრისას შეფერხება და ხელების ნერვიული მოძრაობა - არსებობს კი უფრო უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი თქვენით დაინტერესებულია?
3. თვალების ხშირი კონტაქტი
ადამიანი, რომელიც თქვენით დაინტერესებულია, თითქოს ცდილობს მხოლოდ მზერით, ტელეპატიურად დაგეკონტაქოთ. ასევე, მის მზერას შენიშნავთ, ის აუცილებლად ეცდება სასწრაფოდ სხვა ობიექტი მოძებნოს, სადაც მზერის გადატანას შეძლებს.
4. სიცილი და კიდევ ერთხელ, სიცილი
როდესაც ვინმე დაინტერესებულია, ის ყოველთვის შეეცდება გახდეს თქვენი სიცილის მიზეზი, თანაც, ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე სხვები.
მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც აქ უნდა აღინიშნოს არის ის, რომ მათ არ მოსწონთ, როდესაც ცუდ ხუმრობაზე ძალდატანებით, ზრდილობისთვის იღიმით. ის შეეცდება თქვენი გულწრფელი სიცილი რაც შეიძლება ხშირად მოისმინოს.
5. მათ ახსოვთ ყველაზე უცნაური რამეები
როდესაც ვინმე ნამდვილად დაინტერესებულია, ის იმახსოვრებს ყოველ სიტყვას. ის შეეცდება, როგორც კი შეეძლება, დაიწყოს თქვენს მიერ ნათქვამი პატარა დეტალების გახსენება. მაგალითად, როდის იცეკვეთ პირველად, როდის მოიგე პირველად რაიმე კონკურსი და ა.შ.
უცნაურია, არა? დიახ, მაგრამ ეს არის ერთ – ერთი აშკარა ნიშანი იმისა, რომ ადამიანს ძალიან მოსწონხართ.
თემები: სიყვარული, ბედნიერება, ურთიერთობა, მზრუნველობა, რჩევები, ბედნიერი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია