ფრანგი ქალები დიდი ხანია გამოირჩევიან უნიკალური და დახვეწილი სტილით. მათი ქალური გარეგნობა ყოველთვის აღაფრთოვანებს სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს. გასული საუკუნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ევროპელი ქალების მიერ საკუთარი თავის გამოხატვის გზა, როგორც მოდის, ასევე მანერული თვალსაზრისითაც კვლავ განაგრძობს ქალთა სილამაზის ოსტატებისა და თაყვანისმცემლების აღფრთოვანებას.
1. ფრანგი ქალები არ მიმართავენ სილამაზის ინექციებს
"გიყვარდეს საკუთარი თავი და სხეული!" ცხოვრების ეს დევიზი, რომელიც ბევრმა ფრანგმა ქალმა მიიღო, ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში, 30 წელს გადაცილებული ქალები, პლასტიკური ქირურგიისა და ინექციების დახმარებით ებრძვიან ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს საფრანგეთის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ყველაზე მიმზიდველი გარეგნობაც კი ვერასოდეს ჩაანაცვლებს ინტელექტსა და ხასიათის თვისებებს.
2. ფრანგი ქალები არ უზიარებენ პრობლემებს მეგობრებს
თანამედროვე ფრანგ ქალებს, აქტიური ცხოვრების სტილი აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ამდენ დროს არ უთმობენ მეგობრებს და მათ ერთად შეკრებას. გოგონებმა პარიზიდან და მარსელიდან, რომლებიც აფასებენ თავიანთ დროს, ისწავლეს გამოსავალი ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად - იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთთან იწუწუნონ უყურადღებო ქმრებსა და მკაცრ უფროსებზე, ისინი თავისუფალ დროს მაქსიმალურად უდარდელად ატარებენ, ცდილობენ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ და საჭიროების შემთხვევაში , დახმარებისთვის ფსიქოლოგებს მიმართავენ.
3. ფრანგი ქალები არ ჩქარობენ ქორწინებას
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში ქალებს რაც შეიძლება მალე სურთ დაოჯახება ფრანგი ქალები არ ცდილობენ ამ პასუხისმგებლობის ადრეულ ასაკში აღებას. თანამედროვე სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ უფრო და უფრო მეტი ევროპელი გოგო ამჯობინებს, რომ პოტენციური საქმროს ძებნას მხოლოდ 35 წლის შემდეგ დაიწყონ.
4. ფრანგი ქალები არასდროს დათმობენ საკუთარ კარიერას ბავშვების აღზრდის სასარგებლოდ
დეკრეტულ შვებულება საფრანგეთში მხოლოდ 4 თვე გრძელდება და ამ პერიოდის შემდეგ, ქალი ვალდებულია დაუბრუნდეს სამსახურს. ამასთან, ეს უსიამოვნო გარემოებაც კი არ აიძულებს თანამედროვე ფრანგ ქალს უარი თქვას კარიერაზე და მთლიანად მიუძღვნას საკუთარი ცხოვრება ოჯახს და შვილებს. ამ ქვეყანაში გრძელვადიანმა დეკრეტულმა შვებულებამ შეიძლება გამოიწვიოს სტაჟის დაკარგვა და მომავალში, კარიერული პერსპექტივების ნაკლებობა.
5. ფრანგი ქალები არ იცავენ დიეტებს
მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი მსოფლიო ცდილობს დაიცვას სილამაზის სტანდარტები, ზრდასრული პარიზელი ქალები არც კი ფიქრობენ მკაცრ დიეტებზე. ამის ნაცვლად, ფრანგი ქალები მიირთმევენ საყვარელი ნამცხვრებსა და კრუასანებს. ისინი მხოლოდ ოდნავ იზღუდებიან თავს, როდესაც საქმე საჭმელებსა და სადილებს ეხება.
თემები: სიყვარული, ყურადღება, ურთიერთობა, ქალები, ფრანგი