იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს და არასდროს ვიფიქროთ იმაზე, რა არ მოგვწონს. სამწუხაროდ, რეალურ სამყაროში ასე არ ხდება და არის შემთხვევები, როდესაც უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც სულაც არ მოგვწონს.

როგორც ხედავთ, წარმატების მისაღწევად აუცილებელია იმის გაკეთება, რაც არ მოგწონთ. ეს ხელს გვიწყობს მუდმივად შევასრულოთ საქმე კარგად, ჩვენი ემოციების მიუხედავად. ასეთი თანმიმდევრული მიდგომა, ნამდვილად გამოგარჩევთ სხვა ადამიანებისგან.

რა თქმა უნდა, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვჭირდება მოტივაცია. სავარაუდოდ, უფრო კარგ შედეგს მივიღებთ, თუ პროცესი სასიამოვნო იქნება.

მართალია ეს ადვილი არ ირის, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ 3 რჩევას, რომელიც ნებისმიერ საქმეს, სასიამოვნო პროცესად გადააქცევს.

იფიქრეთ გრძელვადიან სარგებელზე

ხშირად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც არ მოგვწონს მაგრამ მომავალში დიდ სარგებელს მოგიტანს. მაგალითად, ჩვენ ვიღებთ უნივერსიტეტში იმ საგნებს, რაც არ მოგვწონს. რადგან ეს საბოლოო ჯამში დიპლომს და კარგ კარიერულ შესაძლებლობებს მოგვცემს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსაწყენი საქმის კეთება სავალდებულოა, თუ ამას გრძელვადიანი სარგებელი არ მოაქვს. გრძელვადიანი სარგებლის განსაზღვრით, ნებისმიერი აქტივობის შესრულება ბევრად სასიამოვნო გახდება.

აღმოაჩინეთ რას გასწავლით ეს მოცემულობა

ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც არ ვიცით და რისი სწავლაც ყოველთვის შეგვიძლია. თუ მოცემულ საქმეში ამას ვერ ვხედავთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ნეგატიურ მხარეზე ვართ კონცენტრირებულნი და არა პოზიტიურზე. თუ ნამდვილად ვერ პოულობთ ვერცერთს, გამოცდილება მაინც გასწავლით, რომ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა იყოთ მიზანდასახული. ეს თავისთავად ღირებული გაკვეთილია.

იფიქრეთ საყვარელი ადამიანებზე

სიყვარული მოტივაციის ყველაზე ძლიერი წყაროა. თუ საყვარელი ადამიანისთვის რამეს აკეთებთ, დიდი ალბათობით შეგიძლიათ გაუძლოთ ყველაზე მოსაწყენ საქმიანობასაც კი და ისიამოვნოთ ამ პროცესით. ასე რომ გაითვალისწინეთ, რომ ამას აკეთებთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ საყვარელი ადამიანებისთვისაც.