სილამაზე

რა დაგემართებათ, თუ სილამაზის რუტინაში ზედმეტად გამოიყენებთ ამ 5 ბუნებრივ ინგრედიენტს

რა დაგემართებათ, თუ სილამაზის რუტინაში ზედმეტად გამოიყენებთ ამ 5 ბუნებრივ ინგრედიენტს

ქოქოსის ზეთი მშრალი თმის დასარბილებლად

რა დაგემართებათ, თუ სილამაზის რუტინაში ზედმეტად გამოიყენებთ ამ 5 ბუნებრივ ინგრედიენტს

ქოქოსის ზეთის შეძენა ახლა ყველგან შესაძლებელია, კანის მოვლიდან დამთავრებული თმის მკურნალობით დამთავრებული. მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ქოქოსის ზეთი არ არის განკუთვნილი ყველა ტიპის თმისთვის. დაბალი ფორიანობის თმის შემთხვევაში, ქოქოსის ზეთის თხელმა ფენამ შეიძლება დაბლოკოს წყლის ნაკადის შეღწევის გზები, რაც ხელს შეუშლის თმას მიიღოს საჭირო ტენიანობა. შედეგად კი კიდევ უფრო მშრალ თმას მიიღებთ.

ვაშლის ძმარი, როგორც გამწმენდი საშუალება

რა დაგემართებათ, თუ სილამაზის რუტინაში ზედმეტად გამოიყენებთ ამ 5 ბუნებრივ ინგრედიენტს

ბევრი ადამიანი იყენებს ვაშლის ძმარს აკნეს, ქერტლის სამკურნალოდ ან თუნდაც, როგორც ბუნებრივ დეოდორანტს. ამასთან, მისმა მაღალმა მჟავიანობამ შეიძლება გამოიწვიოს საშიში ქიმიური დამწვრობა თქვენს კანზე. უკეთესი გამოყენებისათვის, სცადეთ დაამატოთ წყალი და მხოლოდ 1:1-ზე მიქსტურა გამოიყენოთ.

კვერცხის ცილა ფორების გასამკვრივებლად

რა დაგემართებათ, თუ სილამაზის რუტინაში ზედმეტად გამოიყენებთ ამ 5 ბუნებრივ ინგრედიენტს

კვერცხის ცილას ხშირად იყენებენ სახის ფორების გასამკვრივებლად და კანის გასაჯანსაღებლად. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ კვერცხის ცილა სალმონელას ბაქტერიის საერთო გადამცემია და ნედლ მდგომარეობაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიტანოთ პირთან ახლოს.

დარიჩინი აკნეს სამკურნალოდ

რა დაგემართებათ, თუ სილამაზის რუტინაში ზედმეტად გამოიყენებთ ამ 5 ბუნებრივ ინგრედიენტს

დარიჩინი პოპულარული გახდა, როგორც გამონაყარის საწინააღმდეგო საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ადამიანმა დაიწყო ამ ინგრედიენტის დამატება სახის ნიღბებში, ასევე დაიწყო ჩივილები ალერგიისა და წვის შეგრძნების შესახებ. ამის მიზეზი ისაა, რომ კონტაქტური დერმატიტი დარიჩინის გამოყენების საერთო უარყოფითი მხარეა, რაც იწვევს სიწითლეს, გამონაყარსა და გაღიზიანებას.

 შაქარი, როგორც სახის სკრაბი

რა დაგემართებათ, თუ სილამაზის რუტინაში ზედმეტად გამოიყენებთ ამ 5 ბუნებრივ ინგრედიენტს

შაქარი შეიძლება გემრიელი საშუალება იყოს, მაგრამ კანი ამას იმდენად არ აფასებს. თუ მაინც იყენებთ შაქარს, როგორც ამქერცლავ საშუალებას, შეიძლებ კანი დაიზიანოთ, რადგან შაქრის გრანულები, საკმაოდ უხეშ სკრაბად მიიჩნევა. შედეგად კი მიკრო ჭრილობებს მიიღებთ, რომლის „წყალობითაც“ თქვენი კანი მოწყვლადი გახდება გარემოში არსებული ჭუჭყისა და სხვა ფაქტორების მიმართ.