LIFE

როგორ გახდეთ საუკეთესო მოსაუბრე? - 5 რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

როგორ გახდეთ საუკეთესო მოსაუბრე? - 5 რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

თუ გსურთ სხვა ადამიანმა დაიმახსოვროს თქვენი სახელი, თქვენი პროდუქტი, თქვენი ამბავი ან უბრალოდ ერთად გატარებული დრო, ამისთვის აუცილებელია თქვენთან საუბარი დაუვიწყარი იყოს.

საუბრის კარგი მანერა არის უნარი, რომლის სწავლაც შესაძლებელია. საკომუნიკაციო ხელოვნების პრაქტიკა დაგეხმარებათ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისაკენ და ხალხს თავი დაამახსოვროთ.

ხშირად გამოიყენეთ მათი სახელი

როგორ გახდეთ საუკეთესო მოსაუბრე? - 5 რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ადამიანის სახელის დამახსოვრება უჭირს. ამასთან, თუ სახელის გახსენება არ გჭირდებათ, მაშინ რატომ უნდა გახსოვდეთ? ადამიანის სახელი, რომლითაც ისინი თავს წარმოადგენენ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მათ აჩვენებთ, რომ გახსოვთ „ანი“ თუ „ანა“, აჩვენებთ, რომ ხართ ჩართული და დაინტერესებული.

ადამიანის სახელის ხშირად გამოყენება (მაგრამ არა ყველა წინადადებაში) კარგი გზაა ურთიერთობის გამყარებისა და სხვისი ყურადღების მისაქცევად.

მოუსმინეთ, მოუსმინეთ, მოუსმინეთ

როგორ გახდეთ საუკეთესო მოსაუბრე? - 5 რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

ჩვენ გვსურს გვისმენდნენ, როდესაც ვსაუბრობთ. ამიტომაც, კარგი მსმენელი ადამიანებს მკაფიოდ ამახსოვრდებათ. თუ სხვას მისცემთ ლაპარაკის საშუალებას, მას აუცილებლად დაამახსოვრდება ეს საუბარი.

ამასთან, აჩვენეთ, რომ ყურადღებით უსმენთ და არ უგულებელყოფთ მათ სიტყვებს. კონცენტრირდით მოსაუბრეზე, დაამყარეთ კონტაქტი თვალებით და აჩვენეთ, რომ თქვენ დაკვირვებული ხართ. არ შეუშალოთ ხელი, მაგრამ დაუსვით შეკითხვები, რადგან ასე ნამდვილად დაანახებთ სხვა ადამიანს, რომ დაინტერესებული ხართ. 

გაუზიარეთ პირადი გამოცდილება

როგორ გახდეთ საუკეთესო მოსაუბრე? - 5 რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

ჩვენ მოგვწონს, როდესაც ადამიანი საკუთარ პირად გამოცდილებას გვიზიარებს. სამახსოვრო ისტორიის ან საყვარელ ანეკდოტის მოყოლა, ბედნიერი თუ მტკივნეული მოგონებების გაზიარება საუკეთესო გზაა თავის დასამახსოვრებლად.

არ არის საჭირო ვინმეს თქვენი ტრავმა გაუზიაროთ, მაგრამ შეგიძლიათ უბრალო ისტორიებით მისი ნდომა მოიპოვოთ. ადამიანებს მოსწონთ ისტორიების, პირადი ინფორმაციის მოსმენა და გაცილებით მეტია ალბათობაა, რომ ვერასოდეს დაგივიწყებენ, თუ მათ ავთენტურად გააზიარებთ.

გამოიყენეთ თქვენი მთელი სხეული

როგორ გახდეთ საუკეთესო მოსაუბრე? - 5 რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

თქვენი ჟესტები და სხეულის ენა მნიშვნელოვანია. თუ ცდილობთ ინტერესის გამოხატვას ან მხიარული ამბის მოყოლას, მაგრამ თქვენი სხეული მიანიშნებს, რომ მოწყენილი ხართ, სხვა ადამიანი, სავარაუდოდ, ამას აუცილებლად იგრძნობს. დარწმუნდით, რომ იყენებთ თქვენს ჟესტებს, პოზას, სახის გამომეტყველებასა და ტონს თქვენი ნათქვამის გასამყარებლად. დარწმუნდით, რომ თქვენი სხეულის ენა და თქვენი სიტყვები თანხვედრაშია.

გამოიჩინეთ სიკეთე

როგორ გახდეთ საუკეთესო მოსაუბრე? - 5 რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

ჩვენ გვახსოვს საუბრები, რომლებიც გული გვატკინა, მაგრამ ასევე გვახსოვს სიკეთე და პატივისცემა. თუ გსურთ, რომ სხვა ადამიანს დადებითად დაამახსოვრდეთ, სხვის მიმართ გამოიჩინეთ სიკეთე და თანაგრძნობა. ჩვენ ვაფასებთ მათ, ვისაც შეუძლია ჩვენი ესმოდეს, არ განგვსჯის და არ გაგვაკრიტიკებს. კეთილგანწყობილი და სასიამოვნო ადამიანი ისაა, ვისაც ყველა სიყვარული იხსენებს და თანაც, არასდროს ივიწყებენ.